მედიქლაბჯორჯიაში რეზიდენტებისთვის გადაუდებელი ნევროლოგიის კურსი ჩატარდება, რომელიც Harvard Medical School-ის პროგრამას ეფუძნება

გააზიარე

18 აპრილს სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში“ რეზიდენტებისთვის გადაუდებელ ნევროლოგიაში ერთდღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ჩატარდება. პროგრამის მთავარი მიზანია კრიტიკული ნევროლოგიური მდგომარეობების სწრაფი ამოცნობის, შეფასებისა და საწყის ეტაპზე მართვისთვის მომზადება.

სასწავლო კურსი ეფუძნება ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მიერ შემუშავებულ პროგრამასა და უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებს. სწავლება მოიცავს ისეთ კრიტიკულ თემებს, როგორიცაა იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების მართვა, ეპილეფსიური სტატუსი, მენინგიტი და თავის ტრავმები პედიატრიულ პოპულაციაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიაგნოსტიკური შეცდომების პრევენციასა და ნეიროვიზუალური კვლევების რაციონალურ გამოყენებას.

პროგრამა სპეციალურად არის ადაპტირებული სხვადასხვა დარგის რეზიდენტებისთვის, მათ შორის გადაუდებელი მედიცინის, ნევროლოგიის, რეანიმატოლოგიის, საოჯახო და შინაგანი მედიცინის სპეციალობების მიმართულებით. მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ უნარებსაც, მათ შორის ვერტიგოს (თავბრუსხვევის) დიფერენციალურ დიაგნოსტიკასა და შესაბამის მანევრებს.

კურსს გაუძღვებიან კვალიფიციური ინსტრუქტორები – თამარ სარია და ნიკოლოზ კვაჭაძე. ერთდღიანი სწავლების ღირებულება 100 ლარია. „მედიქლაბჯორჯიაში“ დაგეგმილი ეს პროგრამა მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მომავალ ექიმებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დანერგონ მუშაობის თანამედროვე პრინციპები ყოველდღიურ პრაქტიკაში.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები