თბილისი გულის უკმარისობის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

გააზიარე

2025 წლის 9 ოქტომბერს, თბილისი უმასპინძლებს გულის უკმარისობის საერთაშორისო ფორუმს – „Tbilisi International Heart Failure Forum 2025“. ღონისძიება რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხუთწლიან გამოცდილებას შეაჯამებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება გულის უკმარისობის მართვის თანამედროვე მეთოდები, ინოვაციური მკურნალობა და დიაგნოსტიკა. წელს ფორუმი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კარდიოვასკულური მედიცინის სფეროში რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ფორუმს სამი გამოჩენილი მეცნიერი წარუძღვება:

  • პროფესორი მანდიპ მეჰრა – ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და ბოსტონის ბრიგამ და ქალთა საავადმყოფოს მოწინავე კარდიოვასკულური მედიცინის უილიამ ჰარვის სახელობის კათედრის ხელმძღვანელი, აშშ.
  • პროფესორი ჰადი სქური – შეიხ შახბუთის სამედიცინო ცენტრის გულის უკმარისობისა და კარდიო-ონკოლოგიის დირექტორი, აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
  • ზვიად ყიფიანი – ჯერარსის კლინიკის კარდიოვასკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი.

სამდღიანი ღონისძიება, რომელიც 11 ოქტომბერს დასრულდება, უმაღლესი სტანდარტების პროფესიული განათლების პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმი აკრედიტებულია EACCME-ის (უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭო) მიერ და მონაწილეებს 17.5 ევროპული CME ქულა (ECMEC®s) მიენიჭებათ, რაც ექიმებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

კონფერენცია კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თბილისის, როგორც რეგიონული სამედიცინო ცენტრის, მზარდ მნიშვნელობას.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები