თამარ ჭელიძე, // MD, MPH, DrPH

MedVeritas Global-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ექიმი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერი და გლობალური ბიოტექნოლოგიური კომპანიის ინფექციური დაავადებების სტრატეგიის ხელმძღვანელი 25-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
„პლატფორმის შექმნა ძალიან ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკაში მოღვაწეობის 26 წლის განმავლობაში მეც და ჩემს კოლეგებსაც ხშირად გვიკავშირდებოდნენ ქართველი პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები, რომელთაც განსხვავებული პროფესიული აზრის მოსმენა ან კომპლექსური დიაგნოზების გადამოწმების სურვილი ჰქონდათ. სწორედ იმ ფაქტმა, რომ მრავალ ჩემს თანამოქალაქეს რთული სამედიცინო სიტუაციიდან გამომდინარე, მძიმე დიაგნოზებთან გამკლავებისას მეტი სიცხადე და თავდაჯერებულობა სჭირდებოდა, დამანახა, რომ არსებობდა უსაფრთხო, უკეთ ორგანიზებული და მაღალი დონის პლატფორმის შექმნის საჭიროება.
ვფიქრობ, რომ პლატფორმა ორ უმთავრეს ფუნქციას ემსახურება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პაციენტების მომსახურება, რომელთაც ტელემედიცინის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად ვთავაზობთ ამერიკის წამყვანი სპეციალისტების ალტერნატიულ აზრს. მეორე ფუნქცია კი, ვფიქრობ, თავად ქართველი ექიმებისთვის იქნება საინტერესო: ეს ინიციატივაა, რომელიც ამ წლის ივნისში დაანონსდება. ის ამერიკელი და ქართველი ექიმების კოლაბორაციას მოიაზრებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. ეს აბსოლუტურად უფასო განათლების ინიციატივაა, რომელიც თავიდან 4 კომპონენტს მოიცავს. უკვე დაგეგმილია, რომ პირველი სესია 20 ივნისს ჩატარდეს ენდოკრინოლოგიაში, მეორე კი 27 ივნისს რევმატოლოგიაში.
ეს ყველაფერი რთული სამედიცინო მდგომარეობების დროს მკურნალობის ოპტიმალური გეგმის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ინიციატივა არ ანაცვლებს ადგილობრივი ექიმების როლს. პირიქით, ის ხელს უწყობს ერთობლივი კონსულტაციებით და თანამშრომლობით პაციენტისათვის საუკეთესო მკურნალობის სქემის შეჯერებას. ჩვენი ინიციატივით შეიქმნება საერთო კონსილიუმი და სწორედ MedVeritas Global-ი იქნება ის სივრცე, სადაც რთული შემთხვევები ერთობლივად განიხილება“.
ნინო მიქაბერიძე, // MD, MS

MedVeritas Global-ის თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის Jacobi Medical Center-ის რეზიდენტურის პროგრამის კურსდამთავრებული და იშვიათი და კომპლექსური დაავადებების ექსპერტი, ექიმი რევმატოლოგი ძვალ-კუნთოვანი და აუტოიმუნური დარღვევების სპეციალიზაციით, კლინიკა Manhattan Pain Management რევმატოლოგიური მიმართულების დირექტორი, ფელოუ Hospital for Special Surgery-ში.
„ქართველი ექიმების პროფესიონალიზმის დაფასება და მათთან კოლეგიალური, პარტნიორული ურთიერთობა MedVeritas Global-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. პლატფორმა პაციენტსა და ადგილობრივ ექიმს დამატებით პროფესიულ რესურსს სთავაზობს, რომელიც განსაკუთრებით რთულ, იშვიათ და მრავალდისციპლინურ კლინიკურ შემთხვევებში შეიძლება უაღრესად ღირებული იყოს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის და უპირველესად, პაციენტის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. თანამედროვე მედიცინაში ალტერნატიული პროფესიული მოსაზრების მიღება, ფართოდ გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა, როგორც ამერიკის, ისე მსოფლიოს წამყვან კლინიკურ და აკადემიურ წრეებში. გვჯერა, რომ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ექიმებს შორის თანამშრომლობით, გამოცდილების გაზიარებითა და გუნდური მიდგომით შენდება“.
მარიამ ჯაში, // MD, MPH, MPA

MedVeritas Global-ის თანადამფუძნებელი, სტრატეგიისა და გლობალური პარტნიორობის დირექტორი, გლობალური ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დარგში 27-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე, სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სამედიცინო აკადემიის, Medical Women’s International Association-ის, UNITE-ის და Virchow Foundation-ის მრჩეველი.
„MedVeritas Global-ის მისია ქართველი პაციენტებისთვის და მათი ოჯახის თითოეული წევრისთვის ამერიკული გამოცდილებისა და ექსპერტიზის ხელმისაწვდომობაა. ჯანმრთელობა უფლებაა და არა პრივილეგია. გლობალური მიდგომების დახმარებით, შესაძლებელია თითოეულ ადამიანს — ბავშვსა თუ ზრდასრულს, მივაწოდოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი მომსახურება და, ამავდროულად, გავაძლიეროთ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემები. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და განსაკუთრებული საქმე ვიდრე ემსახურებოდე ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვას. სწორედ მისგან მომდინარეობს საზოგადოებრივი და გლობალური ჯანდაცვის, როგორც ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლები“.
MedVeritas Global-ში ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ პაციენტების ბედი მხოლოდ საუკეთესოების ხელშია. პლატფორმაზე თქვენ მხოლოდ საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ, დარგის წამყვან სპეციალისტებს შეხვდებით, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ თავიანთ დისციპლინაში კომპლექსური შემთხვევების მართვაში.
MedVeritas Global-ის წამყვანი ექსპერტები
ნიკა ჩიტაია, // MD
ამერიკის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ენდოკრინოლოგია, რომლის საქმიანობაც შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური დარღვევებისა და რთული ჰორმონალური პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მართვას უკავშირდება. ნიკოლოზის კლინიკური საქმიანობა მეტაბოლური ჯანმრთელობის აღდგენასა და მოსალოდნელი გართულებების პრევენციას ისახავს მიზნად. ყოველდღიურად მუშაობს ისეთ პათოლოგიებზე, როგორებიცაა: დიაბეტის კომპლექსური მართვა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ფუნქციური დარღვევები. შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა ემორის უნივერსიტეტის (Emory University) სამედიცინო სკოლაში გაიარა, ხოლო ვიწრო სპეციალიზაცია (Fellowship) ენდოკრინოლოგიის მიმართულებით ფლორიდის უნივერსიტეტში დაასრულა. იგი ფლობს ამერიკის საბჭოს სერტიფიკატებს შინაგან მედიცინასა და ენდოკრინოლოგიაში.
იულია ლინიარესი, // MD
საერთაშორისოდ აღიარებული ჰემატოლოგი და სამედიცინო ონკოლოგია, რომლის საქმიანობაც ლიმფომების, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, უჯრედული თერაპიებისა და იმუნოთერაპიის მიმართულებებს მოიცავს. ამჟამად იგი Miami Cancer Institute-ში ლიმფომის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ამავდროულად Florida International University-ში ტრანსლაციური მედიცინის ასოცირებული პროფესორის პოზიციას იკავებს. მისი კლინიკური და აკადემიური საქმიანობის მთავარი მიმართულება ჰემატოლოგიური სიმსივნეების, განსაკუთრებით კი რთული ლიმფომების მართვაა. ექიმის ექსპერტიზა მოიცავს ისეთი დარღვევების მართვას და მკურნალობის მეთოდებს, როგორებიცაა: პირველადი ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, CAR-T თერაპია, იმუნოთერაპია, უჯრედული თერაპიები და პერსონალიზებული/ზუსტი ონკოლოგია. მან შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა University of California, Los Angeles-ში (UCLA), ხოლო ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ფელოუშიფი National Institutes of Health-ში (NIH) გაიარა; ასევე იყო Howard Hughes Medical Institute-ის კვლევითი ფელოუ National Institutes of Health-ში (NIH). იგი სერტიფიცირებულია შინაგან მედიცინაში, ჰემატოლოგიასა და სამედიცინო ონკოლოგიაში. ასევე გახლავთ American Board of Lifestyle Medicine-ის დიპლომატი.
ბან ჯიმ, // MD
ამერიკის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ნეფროლოგია, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება აქვს თირკმლის რთული დაავადებებისა და ორსულთა ჰიპერტენზიის მართვაში. ამჟამად ის NYC Health + Hospitals/Jacobi-სა და North Central Bronx Hospital-ში მოღვაწეობს, სადაც პაციენტებს თირკმლის დაავადებების ფართო სპექტრისთვის სრულფასოვან, პაციენტზე ორიენტირებულ მკურნალობის გზებს სთავაზობს. მისი კლინიკური და სამეცნიერო ინტერესები ორსულთა ჰიპერტენზიას, მათ შორის პრეეკლამფსიასა და მასთან ასოცირებულ ბიომარკერებს, და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობას მოიცავს. ექიმი განსაკუთრებულად რთული და მაღალი რისკის შემთხვევების მართვის გამოცდილებით გამოირჩევა, რომლებიც მულტიდისციპლინურ და დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას საჭიროებს. ბან ჯიმმა რეზიდენტურა ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯში გაიარა, სადაც ახლა მედიცინის პროფესორის და ნეფროლოგიის ფელოუშიფის პროგრამის ასოცირებული დირექტორის პოზიციას იკავებს, სადაც აქტიურად მონაწილეობს მომავალი ნეფროლოგების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში. მან ფელოუშიფი University of Pennsylvania-ში დაასრულა.
ლაშა გოგოხია, // MD, MSc
მედიცინის ასისტენტ-პროფესორი და კვლევების ასოცირებული დირექტორია Stony Brook University’s Renaissance School of Medicine-ის გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში. მისი ყოველდღიური საქმიანობა ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მართვას, მათ შორის კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტსა და მის რთულ ფორმებს უკავშირდება. ექიმი ასევე ისეთ სამედიცინო შემთხვევებზე მუშაობს, როგორიცაა მიკროსკოპული კოლიტი, საკონტროლო-წერტილის ინჰიბიტორებთან ასოცირებული კოლიტი, ცელიაკია და Clostridioides difficile მიერ გამოწვეული ინფექცია. გასტროენტეროლოგიის მიმართულებით კვალიფიკაცია Weill Cornell Medicine – New York Presbyterian-ში აიმაღლა, სადაც ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მართვის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა. შემდგომ სამეცნიერო საქმიანობა T32 პროგრამის მკვლევარად გააგრძელა და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგიაში.
პუჯა ჯაინ, // MD
მედიცინის დოქტორი პუჯა ჯაინი ამერიკის პროფესიული საბჭოების მიერ სერტიფიცირებული ნევროლოგია, დამატებითი ექსპერტიზით ნერვკუნთოვან მედიცინაში. მან ნევროლოგიის რეზიდენტურა Icahn School of Medicine at Mount Sinai-ში გაიარა, რის შემდეგაც ნერვკუნთოვანი მედიცინის მიმართულებით ფელოუშიფი სან ფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერსიტეტში დაასრულა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება რთული ნევროლოგიური და ნერვკუნთოვანი დარღვევების შეფასება და მართვაა. ექიმის კლინიკური გამოცდილება მოიცავს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS), პერიფერიული ნეიროპათია, მიასთენია გრავისი, კუნთოვანი დისტროფიები, მიოპათიები და ქრონიკული ანთებითი დემიელინიზირებადი პოლინეიროპათია. ამასთანავე, მას გამოცდილება აქვს თავის ტკივილების, შაკიკის, კოგნიტური სიმპტომებისა და ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევების მართვაში. პუჯა ჯაინის კლინიკური მიდგომა ეფუძნება სრულფასოვან დიაგნოსტიკას, მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობის სტრატეგიებს, რაც თითოეული პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებულ მიზნებს ითვალისწინებს. პუჯა ჯაინი ასოცირებულია Wyckoff Heights Medical Center-თან, ბრუკლინში.
ფარა მ. ხატუნი, // MD, MPH
ფარა მ. ხატუნი ამერიკის პროფესიული საბჭოს მიერ სერტიფიცირებული პედიატრიული ენდოკრინოლოგი და Northwestern University Feinberg School of Medicine-ის კლინიკური ასისტენტ-პროფესორია. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ბავშვებსა და მოზარდებში ენდოკრინული დარღვევების დიაგნოსტირება და მართვაა. ექიმის კლინიკური გამოცდილება ისეთ დაავადებებს მოიცავს, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ზრდის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სქესობრივი მომწიფების დარღვევები, სიმსუქნე და ბავშვთა ასაკში არსებული სხვა ჰორმონული პათოლოგიები. ფარა ხატუნმა პედიატრიის რეზიდენტურა Atrium Health Navicent-ში გაიარა, ხოლო პედიატრიული ენდოკრინოლოგიის მიმართულებით ფელოუშიფი Emory University School of Medicine-ში დაასრულა. იგი გამორჩეულია თანაგრძნობითა და ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ორიენტირებული ზრუნვით.
ელაჰე ვაჰაბნეჟადი, // MD
მედიცინის დოქტორი ელაჰე ვაჰაბნეჟადი სერტიფიცირებული პედიატრიული გასტროენტეროლოგია ლოს-ანჯელესიდან, 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილებით. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბავშვებში რთული გასტროენტერალური დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვაა. ექიმის კლინიკური გამოცდილება ისეთ პათოლოგიებს მოიცავს, როგორებიცაა: ნაწლავის ანთებითი დაავადებები, რეფლუქსი, ქრონიკული მუცლის ტკივილი, ცელიაკია და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დარღვევები. მან სამედიცინო ხარისხი Albert Einstein College of Medicine-ში მიიღო. პედიატრიის რეზიდენტურა ლოს ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში გაიარა, ხოლო პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და კვების მიმართულებით ფელოუშიფი Mattel Children’s Hospital, UCLA-ში დაასრულა. ელაჰე ცნობილია მისი თანაგრძნობით, გულისხმიერებითა და პაციენტებსა და მათ ოჯახებზე ორიენტირებული ზრუნვით.
დალი ედვარდსი, // D.O, MD
მედიცინის დოქტორი დალი ედვარდსი ამერიკის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული სამედიცინო ონკოლოგია, რომლის კლინიკური პრაქტიკაც სრულად ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობასა და მართვაზეა ორიენტირებული დაავადების ყველა სტადიისა და ქვეტიპის გათვალისწინებით. მას მრავლისმომცველი გამოცდილება აქვს თანამედროვე ონკოლოგიური თერაპიების აპლიკაციაში, მათ შორის: ქიმიოთერაპიაში, ჰორმონულ თერაპიაში, მიზნობრივ თერაპიაში, ანტისხეულებზე დაფუძნებულ მკურნალობასა და იმუნოთერაპიაში. მან საწყისი სამედიცინო განათლება მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში მიიღო. შემდგომში შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა ბუფალოს უნივერსიტეტში გაიარა, სადაც ასევე კლინიკურ კვლევებში იყო ჩართული Roswell Park Comprehensive Cancer Center-ში. ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის მიმართულებით ფელოუშიფი როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დაასრულა, სადაც ცოდნა და გამოცდილება რთული ონკოლოგიური შემთხვევების მართვაში კიდევ უფრო გაიღრმავა. სამედიცინო ონკოლოგიის სფეროში შეტანილი წვლილისთვის 2023 წელს მას სეგელ ჰალტერმანის ჯილდო გადაეცა. რაც მთავარია, დალი ედვარდსი მისი თანაგრძნობით, პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომითა და თითოეული პაციენტის საჭიროებებზე მორგებული სრულფასოვანი ზრუნვის უნარითაა ცნობილი.
რემი რაბინოვიჩი, // MD
მედიცინის დოქტორი რემი რაბინოვიჩი ამერიკის პროფესიული საბჭოების მიერ სერტიფიცირებული ორთოპედიული ქირურგია, რომელიც ხელის, მაჯისა და იდაყვის ქირურგიის მიმართულებით სპეციალიზდება. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ხელის, მაჯისა და იდაყვის ტრავმული, სპორტთან დაკავშირებული და დეგენერაციული მდგომარეობების სრულფასოვანი მართვაა. ექიმი განსაკუთრებულად დიდი გამოცდილებით ზედა კიდურის რთული დაზიანებების, პერიფერიული ნერვების დარღვევების, მყესებისა და იოგების პათოლოგიების, ართრიტის მართვაში და მიკროქირურგიული ტექნიკების წარმატებული გამოყენებით გამოირჩევა. რემი რაბინოვიჩმა ორთოპედიული ქირურგიის რეზიდენტურა ნიუ იორკში ლენოქს ჰილსის ჰოსპიტალში გაიარა, სადაც ბოლო წელს მთავარი რეზიდენტის პოზიციას იკავებდა. შემდგომში მან ხელის, ზედა კიდურისა და მიკროქირურგიის მიმართულებით ვიწრო სპეციალიზაცია ფილადელფიის ხელისა და მხრის ცენტრში და თომას ჯეფერსონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაასრულა. ფელოუშიფის პერიოდში მისი კლინიკური სწავლება ისეთ შემთხვევებზე იყო ორიენტირებული, როგორებიცაა: ზედა კიდურის რთული მოტეხილობების, ამპუტაციების, პერიფერიული ნერვების დაზიანებების, კომპრესიული ნეიროპათიების, მყესებისა და იოგების დაზიანებების, ტენდინიტისა და დეგენერაციული სახსროვანი დაავადებები. კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, რემი რაბინოვიჩი ჰოფსტრასა და ნორსველის დონალდ და ბარბარა ცუკერების სახელობის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორია, სადაც აქტიურად არის ჩართული მედიცინისა და ქირურგიის აკადემიურ განვითარებაში.
აღნიშნული შთამბეჭდავი სპეციალისტების ჩამონათვალით ჩვენ პლატფორმის მრავალრიცხოვანი გუნდის ის ნაწილი გაგაცანით, რომელიც პირველი შეუერთდა ამ ინიციატივას და მზადყოფნა გამოთქვა თავიანთი ცოდნა პაციენტებსა და ექიმებს გაუზიარონ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ მათ ამ ძალზედ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო გზაზე.

