15–16 ნოემბერს მილანში გამართულ ESC Heart & Stroke & EuroThrombosis 2025 კონფერენციაზე საქართველოს სახელით განსაკუთრებული პრეზენტაციით წარსდგა ნინო ჭაღიაშვილი. ქართველი ექიმის მიერ განხილული კლინიკური შემთხვევა ხაზს უსვამს მულტიდისციპლინარული, პაციენტზე მორგებული და ანტითრომბოზული თერაპიის მნიშვნელობას კარდიო-ცერებრული ინფარქტის მართვაში.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიებაზე გულისა და თავის ტვინის ვასკულარულ პათოლოგიებს განიდილავდნენ. “კონფერენციის ფარგლებში წარმოვადგინეთ ჩვენი გუნდის კლინიკური შემთხვევა, რომელიც ასახავს „ორმაგი ინფარქტის“ (სამედიცინო ტერმინოლოგიით — თანდართული კარდიო- და ცერებროვასკულარული ინფარქტის) მართვის სირთულეებსა და თანამედროვე მიდგომებს, – ამბობს მედსკრიპტუმთან საუბარში ნინო ჭაღიაშვილი
პრეზენტაციაში განიხილებოდა: ინდივიდუალურად მორგებული ანტითრომბოზული სტრატეგიების მნიშვნელობა;
მრავალპროფილური ინტერვენციისა და კოორდინაციის როლი ინტენსიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში;
მითითებული პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც ფოკუსირებულია შეცდომების მინიმალიზაციაზე და პაციენტის შედეგების გაუმჯობესებაზე.
“ჩვენი გამოცდილება ცხადი მაგალითია, რომ წარმატებული შედეგებისთვის აუცილებელია კარდიოლოგებისა და ნევროლოგების მჭიდრო თანამშრომლობა, პარალელურად ეროვნული და საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინების და პაციენტის ინდივიდუალური რისკების კომპლექსური შეფასება. ეს მიდგომა არა მხოლოდ იცავს სიცოცხლეს, არამედ აუმჯობესებს პაციენტის ფუნქციურ და ხარისხიანი ცხოვრების პერსპექტივებს გრძელვადიან პერიოდში” ამბობს ნინო ჭაღიაშვილი.
ქართული ექიმების აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ხაზს უსვამს ქვეყნის სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმს, აქტიურობასა და მზადყოფნას იმუშაოს თანამედროვე მედიცინის სტანდარტებით. ეს პრეზენტაცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში მომუშავე სპეციალისტები არა მხოლოდ ადევნებენ თვალსი თანამედროვე ტენდენციებს, არამედ თავადაც ქმნიან ცოდნას და გამოცდილებას გლობალური სამედიცინო პროგრესისთვის.

