პირველი საერთაშორისო კონფერენცია იშვიათ სიმსივნეებსა და პერსონალიზებულ მედიცინაზე 6 დეკემბერს სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება.
თოდუას კლინიკის, საქართველოს ონკოლოგიის სკოლის (GSO) და საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება აერთიანებს წამყვან საერთაშორისო ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან და წარმოადგენს რეგიონის პირველ მასშტაბურ კონფერენციას იშვიათ სიმსივნეებზე. კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://onkologia.ge/
აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია აღიარებულია როგორც ESO Recommended Event, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო გამოკვეთს.
წყარო: onkologia.ge

