ქართული ნეიროქიურგია, ადგილი რეგიონში და დარგის გამოწვევები

გააზიარე

 

 

ნეიროქირურგია მედიცინის დარგია, რომელიც ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, მათ შორის თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლისა და ნერვების პათოლოგიებს სწავლობს და ქირურგიული მეთოდებით მკურნალობს. ის როგორც ტრავმების, სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი და ფუნქციური დარღვევების მკურნალობას მოიაზრებს, ისე მაღალტექნოლოგიურ, ზუსტ და მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებულ ოპერაციულ ჩარევებზეა ორიენტირებული, რომელთა მიზანი ნერვული ფუნქციის მაქსიმალური დაცვა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

 დღესდღეისობით მრავალ აკდემიურ წრესა და სამედიცინო საზოგადოებაში ქართული ნეიროქირურგიის დარგი რეგიონში მოწინავედ აღიქმება რაც  ერთი შეხედვით ისტორიული ჭრილითაა განპირობებული, რადგან იგი ამიერ და იმიერ კავკასიაში საბჭოთა პერიოდსა და არამარტო, ცენტრალურ როლს იკავებდა.

 მიუხედავად ჯანდასცვის სფეროში არსებული მრავალი გამოწვევისა და პრობლემისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოწინავე ქვეყნის სტატუსი არც დღევანდელი მონაცემებითაა რეალობას აცდენილი, ვინაიდან გასული წლების განმავლობაში დარგის ამა თუ იმ წარმომადგენელმა მრავალი ინოვაცია დანერგა სხვა და სხვა ნეიროქირურგიული პათოლოგიის მკურნალობის სტრატეგიაში. ამის უახლესი მაგალითი ქართველ ნეირო ქირურგთა დელეგაციის, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ “იაშერგილი”-ს რიგით მესამე კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად მიწვევის ფაქტია, რაც რეალურად დიდი საერთაშორისო აღიარებისა და პატვისცემის ინდიკატორია. რეგიონში ქართული ნეიროქირურგიის  ადგილზე და დარგის ზოგად მდგომარეობაზე სასაუბროდ მედსკრიპტუმი სწორედ ამ დელეგაციის წევრსა და მთავარ მომხსენებელს  ნეიროქირუგ ვლადიმირ წიქარიშვილს ესაუბრა.

 რა არის იაშერგილის კონფერენცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

 „მსოფლიოში მრავალი ნეიროქირურგიული ასოციაცია არსებობს, იაშერგილის კონფერენცია სწორედ ამავე სახელის მქონე საუკუნის ნეიროქირურგად წოდებული ექიმის , საპატივცემულოდ აწ უკვე მესამედ ტარდება. ფაქტობრივად იქ ხდება მთელს მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე ახალი იდეებისა და გამოცდილებების გაცვლა,  საქართველოდან ჩვენ პატივი გვხვდა და რამოდენიმე ნეირო ქირურგი, ჩემი კოლეგები, რომელებიც ასოციაციიდან აქტიურად ვთანამშრომლებთ მიგვიწიევიეს.  ჩვენი მოწვევა, სწორედ ჩვენი აღიარების ენთუზიაზმის გამოა და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს ამ  თემებით უშუალოდ საქართველო  წარმოვაჩინოთ და გამოვიყვანოთ იმ დიდ რუკაზე რომელსაც ასოციაცია ფარავს. აქ  მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილება  არ იგულისხმება— საუბარი მთლიანად საქართველოზეა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი ცნობილი და მაღალი დონის სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კონგრესში არიან წარმოდგენილნი. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად გამიხარდა ის ფაქტი, რომ მიწვეული ვარ ისეთ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც ნეიროქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აქტუალურ მიმართულებად ითვლება:.

 რას მოიაზრებს ეს მოხსენებები?

 “ეს რეტროპექტული კვლევების ერთობლიობაა, კონფერენციაზე ქართული დელეგაცია დაახლოებით ექვსი მოხსენებით იქნება წარმოჩენილი

  •       ამათგან ყველაზე აქტუალური და მე ვიტყოდი სამედიცინო კუთხით ტექნიკურად პრობლემატური ქალაქფუძის მენინგიომების ქირურგიულ მკურნალობას შეეხება, რომელიც მაღალი სირთულის ოპერაციებს განეკუთვნება.
  •       შეეხება ასევე ტვინის შედარებით იშვიათი პათოლოგიას რასაც მესამე პარკუჭის სიმსივნეებს ვეძახით და უმეტესად ბავშვთა ონკოლოგიაშია აქტუალური და ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას რომ ჩვენს გამოცდილებას საერთაშორისო აღიარება მოჰყვა მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
  •       ვასკულარური ანუ სისხლძარღვოვანი პათოლოგიების თემაც მინდა გამოვყო, სადაც მოხსენება ორ მიმართულებას: პათოლოგიების ღია წესით მკურნალობა, მაგალითად ანევრიზმების კლიპირება  და ასევე  დახურული ენდოვასკულარული მიდგომები რომელზეც მირზა ხინიკაძე ისაუბრებს.
  •       ის ინოვაციები რაც ეპილეფსიის მიმართებაში დაინერგა და ინერგება.
  •       ასევე გამოვარჩევდი, ვესტიბულური შვანომის თემას  და მის ქირურგიული მკურნალობის შედეგებს.

 ყველა მათგანი საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და ნეიროქირურგიულ საზოგადოებაში საკმაოდ რთულ და აქტუალურ თემებად ითვლება რასაც მივაწერდი ამ გამოხმაურებას. და ეს ძლიერ მახარებს, რადგან ჩემს როგორც სპეციალისტის და არამარტო ჩემს გამოცდილებას ამხელა აღიარება მოჰყვა და ამხელა დონის კონგრესზე ღირსეულად ხარ წარმოდგენილი. მაგრამ განსაკუთრებული სიხარული მაინც სხვა ფაქტს მოაქვს, იმას რომ ეს მარტო ჩვენი წარმატება არ არის არამედ მთლიანი ქვეყნის წარმატებაა და წინ გადადგმული ნაბიჯი“.

 უშიალოდ ქართული ნეიროქირურგია, როგორც დარგი, ამ მომენტში რა ადგილს იკავებს  კავკასიის რეგიონში?

 „რთულია ცალსახად თქმა, ნეიროქრურგიული თვალსაზრსით ჯერჯერობით ისევ მოწინავე პოზიციას ვინარძჩუნებთ, აქ ამ შემთხვევაში საუბარია არა სისტემურ გამართულობაზე არამედ გაწეული მომსახურების მაღალ ხარისხზე. ამ პირველობას ქვეყანა ისევ და ისევ პროფესიონალი ექიმების ენთუზიაზმისა და ცალკეული კლინიკების ხარჯზე ინარჩუნებს. მაგრამ რესურსების გადანაწილების თავლსაზრისით თუნდაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ბევრად უკეთესადაა, ვინაიდან აზერბაიჯანი იმავე გამოცდილებას იმეორებს რაც თურქეთს ან ცენტრალური აზიის მრავალ ქვეყნას გააჩნია, ისინი სახელმწიფო ხარჯებით აგზავნიან სპეციალისტებს სხვა ბევრად უფრო განვითარებული მედიცინის დონის მქონე ქვეყანაში, რათა მათი სათანადო გადამზადება და შემდგომ უკან დაბრუნება მოხდეს. ეს მიღებული ცოდნა ისევ ქვყანას ხმარდება, რაც ჩემი აზრით სწორი სტრატეგიაა.

საქართველოში განხორციელებული სოლიდარობის პროგრამების ფარგლებში, მათ შორის ბავშვთა ონკოლოგიაში ბავშვების მკურნალობაზე დახარკული კოლოსალურ სახსრების მიხედავად, პრაქტიკულად არ გამოყოფილა ფინანსები ქართველი სპეციალისტების გადამზადებაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ეს კი რეალურად საშუალებას მოგვცემდა მრავალი მძიმე პათოლოგიისთვის ქვეყნის შიგნით, გაცილებით ეფექტურად და ნაკლები დანახარჯით გვემკურნალა, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ნეიროქირურგიული სფეროს განვითარებასაც შეუწყობდა ხელს“.

 სახელმწიფოს როლი ნეიროქირურგიის, როგორც დარგის არსებობაში

 „დღესდღეობით სამედიცინო სერვისების დაახლოებით 90% კერძო სექტორზე მოდის და მხოლოდ მცირე ნაწილი — სახელმწიფოზე. სახელმწიფოს როლი ნეიროქირურგიის განვითარებაში სწორედ აქ იკვეთება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი უფრო რეგულატორის: კონტროლისა და შეზღუდვების პოზიციიდან მოქმედებს, ვიდრე პარტნიორობის. რეალურად კი პარტნიორული ურთიერთობაა საჭირო, რასაც ჯანდაცვის ეკონომიკაში სელექტიური დაკონტრაქტირება ეწოდება

სელექტიური დაკონტრაქტირების გარეშე პასუხისმგებლობა მთლიანად კლინიკებზე გადადის, ხოლო სახელმწიფოსთვის მარტივი ხდება მათი შეზღუდვა. ამავდროულად, უცხოეთში გაგზავნილ პაციენტებზე კონტრაქტირება გაცილებით დეტალურად და მკაცრად მიმდინარეობს, ვიდრე ქვეყნის შიგნით არსებულ კლინიკებთან. შედეგად, ქვეყნის შიდა შესაძლებლობების სრულფასოვანი შეფასება არ ხდება და ადგილი რესურსების არაეფექტურ გამოყენებასა და გაფანტვას აქვს.

„დრჯ“ სისტემას თუ არ მივაბით სელექტიური კონტრაქტირება მისი ეფექტი ძლიერ მცირდება.  საერთაშორსოდ აღიარებული მიდგომაც იგივეა, რადგან *დრჯ“ სისტემა თავის თავში სელექტიური კონტრქტირების არსებობას მოიაზრებს, ის კლინიკები რომლებიც მეტნაკლებად უკეთესს სერვისს აწვდის მომხმარებელს და ამ შემთხვევაში, უმეტესად ჩვენი ქვეყნის მქალაქეებს, არ უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში, იმ კლინიკასთან რომელიც ამას ვერ ახერხებს.  საერთაშორისო პრაქტიკა ემყარებას სწორე იმას რომ უნდა სეგმენტირდეს და გამოიყოს კლინიკები რომელშიც ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების მკურნალობის გამოცდილება, უფრო დიდია, და განისაზღვროს სირთულეების მიხედვით თუ რა სირთულის ქეისის გამკლავება შეუძლია კლინიკას. სამწუხაროდ პაციენტს ბოლომდე ამის შესახებ ცნობა არ მისდის, რადგან მხოლოდ ზედაპიული მარკეტინგის ხარჯზე იღებს გადაწყვეტილებას და არა პუბლიკაციების და მისი შინაარსის მიხედვით,  არადა ესეთი კლინიკები მეტ ინვესტიციას ახორცლებენ მედიცინაში, მასალას შედარებით უფრო ხარსხიანს იყენებენ და რაც მთავარია ახალგაზრდების აღზრდაში დამატებით რესურსებს ხარჯავენ. სწორეს ამის ხარჯზე უნდა ხდებოდეს კლინიკის წახალისება და სახელმწიფოს მხრდან მასთან თანამშრომლობა, ესეთი მიდგომა როგორც მომსახურებს ხარისხ გაზრდიდა კიდევ უფრო, ასევე შექმნიდა დინამიკას სადაც მკურნალობა აკადემიურ მიგნებებთან იქნებოდა შერწყმული. სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობით სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი მზაობა არ ჩანს, რის გამოც განსხვავებული ხედვებისა და ხარისხის შემქმნელ კლინიკებს თანაბარ პირობებში უწევთ არსებობა.

ეს, რა თქმა უნდა, ნეიოქირურგიის სფეროზეც აისახება, რადგან მიუხედავად მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯისა და ცდისა, რომ გაიზარდოს სფეროს წონა არამხოლოდ რეგიონში არამდე მთელს მსოფლიოში, ეს დინამიკა მუდმივად არასტაბილური იქნება იქამდე, სანამ  დარგის ახალგაზრდა მუშაკების აღზრდა, აკადემიური ევიდენს ბეისდ ცოდნის დაგროვება და შესაბამისად მუდმივი თვით გაუმჯობესების პროცესი წახალისებული არ იქნება შესაბამისი სისტემური მოწყობით.

 რა გზა გავიარეთ, სად ვართ, რა სამომავლო ხედვა არსებობს?

 „ნეირო ქირურგიის ჭრილში თავისთავად აუცილებელია  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვახსენოთ,  ამან მრავალი დადებითი შედეგი გამოიღო, ვინაიდან ჯანდაცვის სფეროსთვის მრავალი რესურსი გამონთავისუფლდა, რამაც საშუალება მისცა უშუალოდ კერძო სექტორს საერთაშორისო  კლინიკების გამოცდილება გაემეორებინა და საკმაოდ სწრაფად განვითარებულიყო. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ვინაიდან ამან თავისთავად მოიტანა უკეთესი აპარატურა, მეტად მოტივირებული სპეციალისტების გადამზადების შესაძლებლობა და საბოლოოდ გაუმჯობესებული სერვისის მიწოდების უნარი. ეს ცვლილება თავისთავად ნეიროქირურგიასაც შეეხო და ვინაიდან ეს სფერო რესურს ტევადი სფეროა საყოველთაო ჯანდაცვამ დარგის განვითარებისთვის საჭირო ნიადაგი შექმნა, რაც დღეს დღეისობით შედარებით განელებულ დინამიკაშია გადასული“.  

 ახლანდელი მდოგმარეობისა და მომავლის ხედვების თემას უფრო ასე შემოვატრიალებდი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დარგი. უფრო ამგვარად დავსვამდი საკითხს, ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე პოპულაციით, ეპიდემილოგიურად ესა თუ ის დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება, რაც მთელი ქვეყნის მაშტაბით ამ დაავადებათა კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილების დეფიციტს ქმნის. ამაზე მეტყველებს მოძრაობათა დარღვევების ქირუგიის მიმართულება, მაგალითად ისეთი დაავადებების კონტექსტში როგორიცაა, პარკინსონიზმი ან დისტონია, რომელთაც ტვინის ღრმა სტრუქტურების სტენოტაქსიური ოპერაციული ჩარევით შეგვიძლია ვმუკურნალოთ.

ვინაიდან მოსახლეობის ოდენობა მცირეა რთულია ცალკეული შემთხვევები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვმართოთ, ამიტომ სამომავლოდ კლინიკების ხილვას ვისურვებდი რომელთაგან თითოეული, ნეიროქირურგიის, სხვა და სხვა, იშვიათ მიმართულებათაგან ერთ კონკრეტულზე იქნება ორიენტირებული რაც ამ რთული შემთხვევების მართვისა და მკურნალობის გამოცდილების აკუმულირებას მოახდენდა და ქვეყანაში დარგს კიდევ უფრო წინ წაწევდა.

მეორე საკითხი, ადგილი სადაც ნეიროქირურგიას და ზოგადად ქართულ მედიციანს ვხედავ ეს უცხოური კონტაქტები და კავშირებია, რადგან ამ გამოცდილების გაზიარებისა და უცხოური ინოვაციური მიდგომების დანერგვის გარეშე სფეროს განვირთარება შეუძლებელია.  სფეროს თითოულ წარმატებაში დიდი წვლილი ჩვენს ევროპელ მეგობრებს მიუძღვით, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩვენი ჯანდაცავის სისტემის განვითარებით დაინტერესებულები. მაგალითისთვის თუნდაც ეპილეფსიური ქირურგიის აღება შემიძლია, რომლის დანერგვაშიც თავიდან გერმანელები დაგვეხმარნენ, ამ ეტაპზე კი განვითარებაში ავსტრიელები გვეხმარებიან.“

 ზემოთ განხილული გამოცდილება და შეფასებები ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ნეიროქირურგია დღეს რეგიონში კვლავ მნიშვნელოვან და კონკურენტუნარიან პოზიციას იკავებს. ეს სტატუსი, პირველ რიგში, განპირობებულია მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სპეციალისტებით, საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და იმ პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც რთული და იშვიათი პათოლოგიების მართვისას დაგროვდა.

ამავდროულად, აშკარაა, რომ დარგის შემდგომი განვითარება მხოლოდ ინდივიდუალური ენთუზიაზმისა და ცალკეული კლინიკების ძალისხმევით ვერ იქნება მდგრადი. აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის უფრო სტრატეგიული ჩართულობა — განსაკუთრებით სპეციალისტების მიზნობრივი გადამზადება.

საერთაშორისო კონგრესებზე ქართული დელეგაციების მიწვევა და მათი გამოცდილებისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი პროფესიული პოტენციალი. სწორედ ამ პოტენციალის სისტემურად გამოყენება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და ქვეყნის შიგნით ცოდნის აკუმულირება წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ქართულ ნეიროქირურგიას არა მხოლოდ რეგიონულ ლიდერობას შეუნარჩუნებს, არამედ გლობალურ სამედიცინო სივრცეშიც კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები