საქართველოს ნეიროქირურგიული სკოლის საერთაშორისო აღიარება
ინტერვიუ ვლადიმირ წიქარიშვილთან.
ქართველ ნეიროქირურგთა დელეგაცია Yasargil Microneurosurgery Congress-ის რიგით მესამე კონფერენციაზეა მიწვეული, რომელიც ბრაზილიაში ქალაქ სან პაულოში 4-7 მარტს გაიმართება. ეს ქართული ნეიროქირურგიისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას წარმოადგენს. აღნიშნული კონგრესი თანამედროვე მიკრონეიროქირურგიის განვითარებაზეა ორიენტირებული და იმ სამეცნიერო და პრაქტიკულ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელიც მსოფლიოში საუკუნის ნეიროქირურგად აღიარებულ — პროფესორ მ. გ. იაშარგილს უკავშირდება.
Yasargil Microneurosurgery Congress საერთაშორისო პროფესიულ ფორუმს წარმოადგენს, რომელიც წამყვან ნეიროქირურგებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიკრონეიროქირურგიის თანამედროვე ტექნიკებზეა ფოკუსირებული, თავის ტვინის ღრმა და კრიტიკული ანატომიური ზონების ქირურგიაზე, რთული ვასკულარული და ონკოლოგიური შემთხვევების მართვასა და ნეიროქირურგიული განათლების განვითარებაზე.
„მედსკრიპტუმი“ ნეიროქირურგ ვლადიმირ წიქარიშვილს ესაუბრა, რომელიც კონფერენციაზე სასაუბროდ მიწვეულ სპეციალისტებს შორისაა. მისი თქმით, მოწვევა ინდივიდუალური მიღწევის ფარგლებს სცდება:
„აქ არა მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილება იგულისხმება არამედ საუბარი მთლიანად საქართველოზეა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი ცნობილი და მაღალი დონის სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კონგრესში არიან წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად გამახარა იმ ფაქტმა, რომ მიწვეული ვარ ისეთ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც ნეიროქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აქტუალურ მიმართულებად ითვლება.“
მისივე თქმით, პროფესიული მიღწევები ხშირად სისტემური გამოწვევების ფონზე მიიღწევა:
„რეალურ ცხოვრებაში ეს ისე ითარგმნება, რომ საქართველოში, მიუხედავად მრავალი პრობლემისა და გამოწვევისა, ჩვენ რაღაცეებს მაინც ვაკეთებთ. მიუხედავად თავისი პლიუს-მინუსებისა, რასაც ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს, ვცდილობთ, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ. ძირითადად ეს უბრალოდ მრავალი ნიჭიერი სპეციალისტის მხოლოდ ენთუზიაზმი და სურვილია, რომ ქართული ნეიროქირურგია მსოფლიო მედიცინის რუკაზე მოინიშნოს და თავისი დამსახურებული ადგილი დაიმკვიდროს.“
კითხვაზე თუ რა თემებს შეეხება მოხსენება და რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ყველაფერი, მედსკრიპტუმმა შემდეგი პასუხ მიიღო – “ეს რეტროპექტული კვლევების ერთობლიობაა, კონფერენციაზე ქართული დელეგაცია დაახლოებით ექვსი მოხსენებით იქნება წარმოჩენილი, ამათგან ყველაზე აქტუალური და მე ვიტყოდი სამედიცინო კუთხით ტექნიკურად პრობლემატური ქალაქფუძის მენინგიომების ქირურგიულ მკურნალობას შეეხება, რომელიც მაღალი სირთულის ოპერაციებს განეკუთვნება.
შეეხება ასევე ტვინის შედარებით იშვიათი პათოლოგიას რასაც მესამე პარკუჭის სიმსივნეებს ვეძახით და უმეტესად ბავშვთა ონკოლოგიაშია აქტუალური და ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას რომ ჩვენს გამოცდილებას საერთაშორისო აღიარება მოჰყვა მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
ვასკულარური ანუ სისხლძარღვოვანი პათოლოგიების თემაც მინდა გამოვყო, სადაც მოხსენება ორ მიმართულებას: პათოლოგიების ღია წესით მკურნალობა, მაგალითად ანევრიზმების კლიპირება და ასევე დახურული ენდოვასკულარული მიდგომები რომელზეც მირზა ხინიკაძე ისაუბრებს.
ის ინოვაციები რაც ეპილეფსიის მიმართებაში დაინერგა და ინერგება.
ასევე გამოვარჩევდი, ვესტიბულური შვანომის თემას და მის ქირურგიული მკურნალობის შედეგებს
ყველა მათგანი საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და ნეიროქირურგიულ საზოგადოებაში საკმაოდ რთულ და აქტუალურ თემებად ითვლება რასაც მივაწერდი ამ გამოხმაურებას. და ეს ძლიერ მახარებს, რადგან ჩემს როგორც სპეციალისტის და არამარტო ჩემს გამოცდილებას ამხელა აღიარება მოჰყვა და ამხელა დონის კონგრესზე ღირსეულად ხარ წარმოდგენილი. მაგრამ განსაკუთრებული სიხარული მაინც სხვა ფაქტს მოაქვს, იმას რომ ეს მარტო ჩვენი წარმატება არ არის არამედ მთლიანი ქვეყნის წარმატებაა და წინ გადადგმული ნაბიჯი”
Yasargil Microneurosurgery Congress-ის რიგით მესამე კონფერენციაზე ქართველი ნეიროქირურგების მიწვევა ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ნეიროქირურგია როგორც პროფესიული სივრცე ისე აღიქმება, რომელსაც რთულ და მაღალი დონის საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. ეს მონაწილეობა არ წარმოადგენს მხოლოდ ინდივიდუალური სპეციალისტების აღიარებას — იგი ასახავს ქვეყნის ნეიროქირურგიული სკოლის საერთო პოტენციალს, ცოდნასა და გამოცდილებას. მიუხედავად სისტემური სირთულეებისა, სწორედ ქართველი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარების სურვილი ქმნის იმ რეალურ საფუძველს, რომლის მეშვეობითაც ეს დარგი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში აქტუალურობას ინარჩუნებს და თანდათან ამყარებს საკუთარ ადგილს გლობალურ სამეცნიერო პროცესებში. ვრცლად ექიმ ვლადიმირ წიქარიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შესახებ იხილეთ სტატა: “ქართული ნეიროქიურგია- ადგილი რეგიონში და დარგის გამოწვევები აქ

