“ტურბო კიბო” COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ? რაზე მეტყველებენ ფაქტები

გააზიარე

არავისთვისაა უცნობი, რომ ექვსი წლის წინად დაწყებულმა კოვიდ პანდემიამ სამყაროს რიტმი სამუდამოდ შეცვალა. ეს იყო დაავადება, რომელმაც ადამიანებს როგორც ყოველდღიურობა ისე სამყაროს აღქმის ძველებური ხედვა  შეუცვალა.  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გლობალური გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში მალევე გაჩნდა კრიტიკული დამოკიდებულება აცრის ეფექტურობისა და საჭიროებისადმი. მრავალ კონსპირაციულ და ზოგჯერ სუბიექტურ თემათა შორის, რომელებზეც დისკუსია მსოფლიოს ზოგ აკადემიურ წრეში დღესაც მიმდინარეობს, ინტერნეტ სივრცეში გამორჩეული ადგილი ეჭირა მოსაზრებას, თითქოს კოვიდ ვაქცინაციას უჩვეულო ფენომენის  “ტურბო კიბო”-ს გამოწვევა შეეძლო. 

“ტურბლო კიბო”-ს ცნება ონკოლოგიის სფეროში არ არსებობს, მაგრამ ინტერნეტ მომხმარებლების მიერ გამოყენებული ეს ტერმინი  კიბოს სავარაუდო ფორმაას გულისხმობს, რომელიც უჩვეულო აგრესიულობითა და სწრაფი პროგრესირებით გამოირჩევა. ამ განცხადებებმა, რომლებიც სოციალური ქსელებისა და ცალკეული მოსაზრებების საშუალებით გავრცელდა, საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, სამეცნიერო მტკიცებულებების დეტალური შესწავლა აჩვენებს, რომ ეს მოსაზრებები არ არის გამყარებული სანდო მონაცემებით.

ტურბო კიბოს“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წარმოშობა

ტერმინი „ტურბო კიბო“ არ მომდინარეობს ონკოლოგიიდან ან რომელიმე აღიარებული სამედიცინო კლასიფიკაციის სისტემიდან. პირიქით, იგი ონლაინ დისკუსიებში გაჩნდა  და მოგვიანებით დაუკავშირდა დაკვირვებითი (ობსერვაციული) კვლევების სელექციურ ინტერპრეტაციებს, მათ შორის სამხრეთ კორეის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. ამ კვლევებში COVID-19-ის ვაქცინაციასა და კიბოს დიაგნოზებს შორის ქრონოლოგიური თანხვედრა აღინიშნებოდა, რაც ზოგიერთმა კომენტატორმა მიზეზ-შედეგობრივ კავშირად აღიქვა. მაგრამ აუცილებელია, იმის კარგად გათვისება, რომ კოლერაცია არ ასახავს მიზეზშედეგობრიობას.

სამეცნიერო და მარეგულირებელი შეფასება

ჯანდაცვის წამყვანი უწყებები, მათ შორის ევროპის წამლის სააგენტო (EMA), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სხვადასხვა ქვეყნის ონკოლოგიური საზოგადოებები, აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინები კიბოს გავრცელებას ან მის აგრესიულობას ზრდის.

ბიოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი მექანიზმი ასევე წარმოუდგენელია. mRNA ვაქცინები უჯრედის ბირთვში არ შედიან, შესაბამისად ისინი არ ცვლიან დნმ-ს და იმუნური პასუხის გამოწვევის შემდეგ სწრაფადვე იშლებიან. არ არსებობს მეცნიერულად ცნობილი თეორიული გზაც კი, რომლითაც ამ ვაქცინებმა შეიძლება ონკოგენეზი (კიბოს წარმოქმნა) დაიწყონ ან სიმსივნის ზრდა დააჩქარონ.

ექსპერტთა კონსენსუსი

ონკოლოგები და იმუნოლოგები ისეთ გავლენიან ჟურნალებში როგორებიცაა factcheck.org,  და  ევროპის სამედიცინო სააგენტო EMA   გერმანული გამომცემლობა welt.de და მრავალი სხვა  თანხმდებიან, რომ:

  1. „ტურბო კიბო“ არ არის აღიარებული სამედიცინო დიაგნოზი.
  2. არ არსებობს დადასტურებული კლინიკური ან მოლეკულური მტკიცებულება, რომელიც აკავშირებს COVID-19-ის ვაქცინაციას კიბოს განვითარებასთან ან პროგრესირებასთან.
  3. ამის საწინააღმდეგო მტკიცებები ანეკდოტურ შემთხვევებს, არასწორად ინტერპრეტირებულ სტატისტიკას ან არარეცენზირებულ წყაროებს ეყრდნობა.

მიუხედავა ყველა იმ კრიტიკული მოსაზრებისა და სუბიექტური შეხედულებებისა, რომლებით ერთეული შემთხვევების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიტიკულ ინსტრუმენტად რჩება. ჰიპოთეტური ზიანის საპირისპიროდ, ვაქცინებმა აშკარა სარგებელი აჩვენეს  COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირებაში.

რატომ ნარჩუნდება მსგავსი მითები?

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ხშირად გაურკვევლობისა და შიშის გარემოში ყვავის. რთული სამეცნიერო მიგნებები ადვილად შეიძლება დამახინჯდეს, როდესაც ისინი მეთოდოლოგიური კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი. ყველაზე დიდ, როლს საზოგადოებრივი თუ ცალკეული ჯგუფების აზრის ჩამოყალიბებაში მაინც მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე თამაშობს. რაც უფრო მცირე ცოდნა აქვს ადამიანს ამა თუ იმ თემის გარშემო მით უფრო მოწყვლადია იგი სხვადასხვა კონსპირაციული მოსაზრებისადმი. დაუდასტურებელი მტკიცებების გამეორებამ, განსაკუთრებით კი ემოციურ კონტექსტში, მიუხედავად ალტერნატიული მტკიცებულებების არარსებობისა შეიძლება სანდოობის ილუზია შექმნას.

დღეს დღეისობით არსებული “evidance based” ანუ ფაქტებზე დაფუძნებული  სამეცნიერო ცოდნა არ ადასტურებს მტკიცებას, რომ COVID-19-ის ვაქცინები იწვევს ან აჩქარებს კიბოს. „ტურბო კიბოს“ კონცეფციას მინმუმ სამედიცინო ლეგიტიმურობა აკლია მითუმეტეს  იგი არ არის კლინიკური კვლევებით დადასტურებული. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია, არსებული მონაცემები მკაფიოდ მიუთითებს, რომ COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო იყო და არის  კიბოს რისკის თვალსაზრისით.

მოსაზრება იმის შესახებ რომ კოვიდ ვაქცინები შოდბადობას ამცირებს:ვრცალად

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები