ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევების მულტიდისციპლინურ კონფერენციას

გააზიარე

ADHD ჯორჯიასა და ცენტრ „ღია სახლის“ ორგანიზებით, 2026 წლის 22–23 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილი მულტიდისციპლინური კონფერენცია, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას, მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას.

პროგრამა მოიცავს ლექციებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ნეიროგანვითარებითი დარღვევების სამედიცინო მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, თანმხლები (კომორბიდული) დაავადებები, პედიატრების გამოცდილება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში, გენეტიკისა და ეტიოლოგიის საკითხები, ქცევითი სირთულეების მედიკამენტოზური მართვა, ასევე ნეიროგანვითარებით დარღვევებთან დაკავშირებული გამოწვევები აკადემიურ სივრცეში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა დისციპლინიდან. ღონისძიება განკუთვნილია როგორც პრაქტიკოსი პროფესიონალებისთვის, ისე სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც მსმენელები ან წარმოადგინონ აბსტრაქტი, ზეპირი მოხსენება, პოსტერი ან პრაქტიკული ვორქშოფი.

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/JyxHb9dmsKfQjfDCA

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]

შევხვდებით 22–23 ნოემბერს ქუთაისში!

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები