REHEALTH – როცა გჭირდება საუკეთესო: ინოვაციური პლატფორმა ჯანდაცვის სფეროში

გააზიარე

სამედიცინო პლატფორმა REHEALTH პაციენტებსა და ექიმებს ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს. პროექტი, რომელიც ექიმ-რადიოლოგ ვასილ გერგედავას 15-წლიან გამოცდილებას ეფუძნება, მიზნად პაციენტებისთვის სწორი სამედიცინო მიმართულების მიცემასა და ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ისახავს.

REHEALTH – როცა გჭირდება საუკეთესო

ზოგჯერ ახალი პლატფორმა უბრალოდ ბიზნესიდეა არ არის. ის იქმნება მაშინ, როცა ყოველდღიურ პრაქტიკაში ხედავ, რამდენი ადამიანი რჩება რთული არჩევანის წინაშე – სად იმკურნალოს, ვის მიმართოს, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და როგორ იპოვოს სწორი გზა.

REHEALTH -ის დამფუძნებელია ექიმი-რადიოლოგი ვასილ გერგედავა, რომელსაც რადიოლოგიაში 15 – წლიანი, ხოლო სამედიცინო ტურიზმის სფეროში 8 – წლიანი გამოცდილება აქვს. თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში არაერთხელ დარწმუნდა, როგორ დგანან პაციენტები და მათი ოჯახის წევრები რთული არჩევანის წინაშე – გაურკვევლობაში, ინფორმაციის დეფიციტით და იმ განცდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სწორი გზამკვლევი არ ჰყავთ. სწორედ ამ რეალობამ განაპირობა REHEALTH – ის შექმნა – სივრცის, სადაც ადამიანი საკუთარ პრობლემასთან მარტო აღარ დარჩება.

სწორედ ასეთ რეალობაში ჩნდება სამედიცინო ტურიზმის საჭიროებაც. პაციენტები უცხოეთში მკურნალობას მხოლოდ სურვილის გამო არ ირჩევენ, ხშირად ამის მიზეზია ხარისხიანი სერვისის მიღების სურვილი, სწორი სპეციალისტის პოვნის აუცილებლობა, მეორე სამედიცინო აზრის საჭიროება, თანამედროვე მეთოდებზე წვდომა და იმედის ძიება იქ, სადაც ქვეყანაში არსებული რესურსი, გამოცდილება ან ორგანიზებული მხარდაჭერა საკმარისი არ არის.

REHEALTH სწორედ ამ რეალობის პასუხად შეიქმნა – იმისთვის, რომ პაციენტს ჰქონდეს არა მხოლოდ სერვისი, არამედ გზამკვლევი, მხარდაჭერა და პროფესიონალურად მართული პროცესი. თუმცა REHEALTH – ის იდეა მხოლოდ პაციენტის საზღვარგარეთ გაგზავნას არ გულისხმობს. პირიქით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ის ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები, რომელთა გამოც პაციენტები ხშირად მკურნალობისთვის უცხოეთს მიმართავენ, ეტაპობრივად საქართველოშიც გახდეს უფრო ხელმისაწვდომი.

ამ ხედვას ემსახურება REHEALTH-ის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა მიმართულება:

REHEALTH Clinic (Consultation Center) არის სივრცე, რომელიც შეიქმნა იმ იდეით, რომ პაციენტს საქართველოში ჰქონდეს მუდმივი წვდომა უცხოელ წამყვან სპეციალისტებზე. მიზანია, ერთ სივრცეში გაერთიანდეს სხვადასხვა დარგის მაღალი დონის ექსპერტები, რათა ყველამ იცოდეს – საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოისმინოს მეორე სამედიცინო აზრი შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტისგან ქვეყნიდან გასვლის გარეშე.

REHEALTH Medical Tourism ძირითადად ორიენტირებულია იმ პაციენტების მხარდაჭერაზე, რომლებიც მკურნალობას საზღვარგარეთ ეძებენ. პლატფორმა მათ ეხმარება მკურნალობის გზის სწორად განსაზღვრაში, შესაბამის კლინიკებთან და სპეციალისტებთან დაკავშირებაში, მეორე სამედიცინო აზრის მიღებასა და მკურნალობის პროცესის ორგანიზებაში.

REHEALTH Academy ემსახურება ექიმების, რეზიდენტების, სტუდენტების, ექთნების და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას. მისი მისიაა განათლების, პრაქტიკული ტრენინგების, გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე ფართომასშტაბიანი კონგრესების, კონფერენციებისა და სხვა პროფესიული პლატფორმების ორგანიზების გზით ხელი შეუწყოს ადგილობრივი სამედიცინო სივრცის ინსტიტუციურ, აკადემიურ და პროფესიულ გაძლიერებას.

როცა ქვეყანაში ჩნდება ახალი ცოდნა, ახალი სპეციალისტები, ახალი პროფესიული კავშირები და ჯანსაღი კონკურენცია, ეს საბოლოოდ მთლიანად ჯანდაცვის სისტემას აძლიერებს. სწორედ ამიტომ, REHEALTH – ის მიზანი ერთდროულად არის პაციენტის დახმარება და სფეროს განვითარება.

ამავე ხედვის გაგრძელება გახდა „სამედიცინო ტურიზმის განვითარების ასოციაციის“ შექმნის ინიციატივა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამფუძნებელიც ვასილ გერგედავაა. ასოციაციის მიზანია, სფერო გახდეს უფრო ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, სტანდარტებზე დაფუძნებული და სანდო. ეს არის მცდელობა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმი განვითარდეს არა შემთხვევით, არამედ გააზრებულად – პროფესიონალების მიერ.

REHEALTH არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე დგას პაციენტი, ექიმი და მთლიანად ჯანდაცვის სისტემა. და ამავე დროს – მცდელობა, ეს რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

ReHealth

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები