საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GRSA) ორგანიზებით, მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია — „რადიოლოგიის წარმატებული განვითარების 130 წელი“ იმართება. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ადმინისტრაციულ კორპუსშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაზე დასასწრები რეგისტრაციის პროცესი უკვე ოფიციალურად დასრულდა.
კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის და აკრედიტებულია რამდენიმე წამყვანი მიმართულებით:
-
რადიოლოგია
-
რეანიმაცია-ანესთეზია
-
ზოგადი ქირურგია
-
ნეიროქირურგია
-
ყბა-სახის ქირურგია
სამეცნიერო ღონისძიება უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემის ნაწილია. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილე სპეციალისტებს 12 უსგ ქულა მიენიჭებათ.

