რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა

გააზიარე

თბილისის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კლინიკის დირექტორის პოზიციაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა.

ახალი დირექტორი სამედიცინო დაწესებულების კოლექტივს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა.

“ჯავარა უგრეხელიძეს გააჩნია მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც კლინიკურ მედიცინაში, ისე ჯანდაცვის სექტორის მართვაში. მისი კარიერული გზა მოიცავს 2024 წლის მარტიდან სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას, ხოლო 2022-2024 წლებში ის ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრს, სადაც, პარალელურად, იკავებდა დირექტორის მოადგილისა და სამედიცინო მენეჯერის თანამდებობებს.

გარდა ადმინისტრაციული საქმიანობისა, უგრეხელიძე აქტიურადაა ჩართული აკადემიურ პროცესებში — არის თბილისის სამედიცინო აკადემიისა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო მისი სამეცნიერო ინტერესები, კერძოდ კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით, ასახულია არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამედიცინო პუბლიკაციაში”, –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

სარჯველაძემ კლინიკის განვითარების სამომავლო ხედვებზე ისაუბრა და ყოფილ დირექტორს, გოგა მესხს, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ გოგა მესხი საქმიანობას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე განაგრძობს.

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები