back to top

საქართველო ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესზე: კარდიოონკოლოგიის ახალი ეტაპი

გააზიარე

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) კონგრესი ზოგადად მედიცინაში, კერძოდ კი კარდიალოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქში და აერთიანებს კარდიოლოგებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, ექთნებსა და თანამედროვე სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. მისი ძირითადი მიზანია წარადგინოს: 

გაიდლაინები: ESC გარკვეული პერიოდულობით ანახლებს ან წარადგენს ახალ, მტკიცებულებებზე დარყდნობილ გაიდლაინებს, რომლებიც შემდგომში ზეგავლენას ახდენენ მსოფლიოს მასშტაბით მკურნალობის მიდგომებზე. 

კლინიკური კვლევების გაცნობა და წარდგენა: “ცხელ ხაზებად” წოდებულ სესიებზე ხდება ინოვაციური კვლევევის წარდგენა 

ურთიერთობების გამყარება: ხელს უწყობს კარდიოლოგების, მკვლევრების, ექთნებისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების კოლაბორაციას. 

განათელბა და CME (უწყვეტი სამედიცინო განათლების) აკრედიტაციის საშუალება 

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი გლობალურ ხასიათს ატარებს და მოიცავს კარდიოლოგიის, როგორც დარგის, ყველა მიმართულების განხილვას, როგორებიცაა: მიოკარდის ინფარქტი, არითმოლოგია, გულის უკმარისობა, სარქვლოვანი პათოლოგიები და სხვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეთმობა კარდიო-ონკოლოგიას, მიმართულებას, რომელიც შედარებით ახალია, მარგამ ბოლო რამდენიმე წელია ძალიან სწრაფად განვითარებადი. 

კარდიოონკოლოგიის, როგორც დარგის, საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ რაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა განვითარდა და გადარჩენილ პაციენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ის ემსახურება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების კარდიოვასკულური რისკის შეფასებას, მკურნალობის პერიოდში პაციენტის მეთვალყურეობას, რათა რაც შეიძლება მალე შესაძლებელი იქნას ონკოლოგიური დაავადების სპეციფიური მკურანალობის შედეგად გულის დაზიანების პროფილაქტიკა, ადრეული ამოცნობა და მკურნალობა. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის უწყვეტობასა და პაციენტისათვის კეთილსაიმედო გამოსავალს. 

კონგრესში ქართველი ექიმების აქტივობამ საკმაოდ იმატა, როგორც მომხსენებლების როლში, ასევე სესიების მოდერატორების. იმატა ასევე იმ ექიმების რაოდენობამ, რომელთაც ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრის (Fellow) სტატუსი მიენიჭათ. 

საქართველოში კარდიოონკოლოგია რამდენიმე წელს მოითვლის. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მისი ინიცირება 2017-2018 წლებში მოხდა. 2018 წელს კი ნ. ბოხუას სახ. კადიოვასკულურ ცენტრში უკვე ჩამოყალიბებულ იყო კარდიოონკოლოგიური ჯგუფი. 

წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს დაეთმო ინდივიდუალური დრო გლობალურ სცენაზე, რათა ესაუბრა კარდიოონკოლოგიის განვითარებასა და არსებულ პრობლემებზე კლინიკური შემთხვევების ჭრილში. არსებული გაიდლაინების იმპლემენტაციის პრობლემებსა და კარდიო-ონკოლოგიის, როგორც მულტიდისციპლინური მიდგომის ერთ-ერთი კომპონენტის დანერგვაზე. 

სესიას თავმჯდომარეობდა ზვიად კერესელიძე, თბილისის გულის ცენტრის კარდიოინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. დისკუსიას უძღვებოდა მარიამ ლომიძე, თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების მდივანი. სესიაზე გამოტანილ იქნა ორი მოხსენება. ერთს წარმოადგენდა გიორგი გოგიშვილი, ახლად დაფუძნებული, კარდიო ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი და თამარ გაფრინდაშვილი ამავე ჯგუფის წევრი და ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოლოონკოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 

ჩემი მოხსენება ეხებოდა მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობის დაფუძნებას საქართველოს კარდიოონკოლოგიურ სერვისებში. მასში განხილულ იქნა კომპლექსური კლინიკური შემთხვევა, ონკოლოგიური დიაგნოზის პაციენტისა, მძიმე სარქვლოვანი პათოლოგიით და ამ დილემის გადაჭრის საფეხურეობრივი მიდგომები, რომელიც პასუხობდა კითხვას რომელ დაავადებას ვუმკურნალოთ პირველ რიგში. გაშლილი იყო გაიდლაინების სწორი, დროული და აკადემური გამოყენება, რომელიც საბოლოო ჯამში არ გამოდგა საკმარისი მულტიდისციპლინარული მიდგომის ფართო პრაქტიკის, ონკოლოგების ცნობიერების ამაღლების პრობლემისა და მკურნალობის გადაწყვეტილებასთან არესბული რიგი ფინანსური გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა გადაფარვა ჯერჯერობით არ ჯდება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში.   

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები