საქართველოში Dysport-ის ფალსიფიცირებული პარტია ვრცელდება — GAIA ექიმებსა და სპეციალისტებს აფრთხილებს

გააზიარე

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია (GAIA) ექიმებსა და სპეციალისტებს აფრთხილებს — ქვეყანაში ფრანგული ნეიროტოქსინის, Dysport-ის ფალსიფიცირებული პარტია ვრცელდება.

ასოციაცია კოლეგებს მოუწოდებს, პრეპარატის შეძენისას შეფუთვაზე დატანილი სერიის ნომერი (Batch No.) და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდები ყურადღებით გადაამოწმონ. GAIA განმარტავს, რომ მედიკამენტის ნამდვილობის კონტროლი პაციენტის უსაფრთხოებასა და პროფესიულ სტანდარტებს იცავს.

ყალბი პროდუქტის ამოსაცნობად ასოციაცია კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს. სპეციალისტებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი, თუ შეფუთვაზე შემდეგი კოდები ფიქსირდება:

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები