შარდით პანკრეასის და პროსტატის კიბო მაღალი სიზუსტით ვლინდება

გააზიარე

წარმოიდგინეთ, რომ სასიკვდილო კიბოს გამოვლენა მხოლოდ შარდის გამოყენებით არის შესაძლებელი. KIMS-ის (korea institute of materials science) მეცნიერთა ჯგუფმა, დოქტორ ჯუნგის ხელმძღვანელობით, შექმნა შარდის ტესტი, რომელსაც შეუძლია კუჭქვეშა ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს 90-98%-მდე სიზუსტით გამოვლენა.

ეს ტესტი იყენებს  ქაღალდის ზოლზე მოთავსებულ სპეციალურ სენსორს, რომელიც შარდში  კიბოს მოლეკულურ ნიშნებს, ე.წ.  ქიმიურ სიგნალებს აღმოაჩენს. ზოლზე შარდის წვეთის მოთავსებით და სინათლის მინათებით, სენსორი კიბოს მოლეკულების უნიკალურ ვიბრაციებს „ისმენს“. 

ამ პროცესს ზედაპირულად გაძლიერებული რამანის გაფანტვა (SERS) ეწოდება. ის ულტრამგრძნობირე მიკროფონივით მუშაობს, კიბოს უმცირეს სიგნალებსაც კი აძლიერებს, რომ მათი გამოვლენა გახდეს შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც სენსორი ამ სიგნალებს აღიქვამს, ხელოვნური ინტელექტი, კიბოს აღმოსაჩენად, ნიმუშებს აანალიზებს.  ყველაფერი წუთებში ხდება და არ მოითხოვს რთულ ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ან ქიმიკატებს.

ეს მარტივი, არაინვაზიური ტესტი მნიშვნელოვნად შეცვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროცესს. ისეთი რთულად სადიაგნოსტიკო სიმსივნეებისთვის, როგორიცაა პანკრეასისა და პროსტატის კიბო, შარდის ეს ტესტი სწრაფ, ხელმისაწვდომ და ეფექტურ სკრინინგს გვთავაზობს, რასაც პოტენციურად მრავალი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ტესტის სიმარტივე და დაბალი ფასი საშუალებას იძლევა, რომ ამ მეთოდის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში,  სახლის პირობებშიც იყოს ხელმისაწვდომი.  ეს ბევრ ადამიანს დაეხმარება, ინვაზიური პროცედურების გარეშე, პროფილაქტიკურად გადაიმოწმოს თავი და კიბო ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს.

 

წყარო: KIMS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები