ტაშკენტში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი Sinomed MD გაიხსნა. პროექტი ერთობ მნიშვნელოვანია უზბეკეთის ჯანდაცვის სისტემისა და მთლიანად რეგიონისთვის.
Sinomed MD-ის ამოქმედება ნიშნავს კერძო მედიცინის ხარისხის სტანდარტების ახალ სიმაღლეს აყვანას რეგიონში. კომპლექსი აერთიანებს:
- თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აპარატურას.
- საერთაშორისო დონის ხარისხისა და სერვისის სტანდარტებს.
ცენტრის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას:
- პოლიკლინიკური და დიაგნოსტიკური მიმართულებები.
- რთული ოპერაციული ჩარევები.
- სტაციონარში წარმოდგენილია 100-ზე მეტი კომფორტული პალატა, 13 სრულად აღჭურვილი საოპერაციო და 3 რეანიმაციული პალატა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Sinomed MD-ის ფარგლებში ფუნქციონირება დაიწყო ტაშკენტის პირველმა კერძო სამშობიარო სახლმა. ხსნებული პროექტი უზბეკეთში კერძო სამედიცინო მომსახურების განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
Sinomed MD მიზნად ისახავს გახდეს უზბეკეთის კერძო ჯანდაცვის ფლაგმანი.
ცენტრის მისიაა “ზრუნვა ყველა თაობაზე”. ეს გულისხმობს ოჯახებისთვის სიცოცხლის მანძილზე გრძელვადიან, საიმედო პარტნიორობას ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ინიციატივა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ემსახურება.
წყარო: Uznews

