თბილისი ონკოლოგიის აქტუალურ გამოწვევებზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

გააზიარე

7 მარტს, თბილისში გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე გამოწვევები ონკოლოგიაში: პაციენტების საჭიროებები და მულტიდისციპლინური ზრუნვის სტრატეგიები“.

ღონისძიება სამი ორგანიზაციის, მულტიდისციპლინური ონკოლოგიური ბორდის, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოებისა და საქართველოს ონკოლოგიური ექთნების ასოციაციის, ერთობლივი ინიციატივით ტარდება. კონფერენციის მიზანია ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისა და მოვლის პროცესში მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვა და გაძლიერება.

ვისთვის არის ღონისძიება?

კონფერენცია განკუთვნილია დარგის პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს:

  • ონკოლოგიის დარგში მომუშავე ექიმებისთვის;

  • ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც ონკო-პაციენტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ;

  • ონკოლოგიის ექთნებისთვის, რომელთა როლი გადამწყვეტია მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში.

სპიკერები და პროგრამა

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მომხსენებელთა სრული სიის ხილვა და პროგრამის დეტალების გაცნობა შესაძლებელია ორგანიზატორების ოფიციალურ Facebook გვერდზე.

რეგისტრაციის პირობები:

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები