2026 წლის 23-24 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა — გლობალური კონსენსუსი“.
ღონისძიება მიზნად ისახავს პროსტატის ონკოლოგიის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო გაიდლაინების განხილვას. კონფერენცია ერთ სივრცეში გააერთიანებს უროლოგებს, ონკოლოგებს, რადიოლოგებს, რადიაციულ ონკოლოგებს, პათოლოგებსა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებს.
კონფერენციის სამეცნიერო თავმჯდომარეები არიან:
-
პროფ. გურამ ქარაზანაშვილი — რობოტული ქირურგი, ონკოუროლოგი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი;
-
პროფ. მარკუს გრაფენი — უროლოგიის პროფესორი, ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) Martini-Klinik-ის პროსტატის კიბოს ცენტრის ხელმძღვანელი.
ძირითადი დეტალები მონაწილეებისთვის:
-
თარიღი: 23-24 ოქტომბერი, 2026
-
ადგილმდებარეობა: Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
-
მონაწილეობის საფასური: 250 ლარი
-
მონაწილეობის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
კონფერენციის სრული სამეცნიერო პროგრამის, მოწვეული სპიკერებისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს
ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

