21 მარტს თბილისში ბავშვთა ქირურგიის საკითხებზე სამედიცინო კონფერენცია გაიმართება

გააზიარე

21 მარტს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სს „საქართველოს კლინიკებისა“ და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალის ორგანიზებით მასშტაბური სამედიცინო კონფერენცია, „ინოვაცია ბავშვთა ქირურგიაში – თანდაყოლილი პათოლოგიების მართვა“, გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს პროფესიული დიალოგის გაღრმავებასა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, სადაც მთავარი აქცენტი თანამედროვე ინოვაციებსა და პაციენტზე ორიენტირებულ ზრუნვაზე გაკეთდება. კონფერენციის ფარგლებში დარგის წამყვანი სპეციალისტები კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს წარადგენენ, რაც პათოლოგიების მართვის თანამედროვე სტანდარტების განხილვას შეუწყობს ხელს.

კონფერენციის დეტალები დელეგატებისთვის: ღონისძიებაზე რეგისტრირებულ მონაწილეებს (პედიატრებს, ნეონატოლოგებს, ბავშვთა ქირურგებს, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ორთოპედ-ტრავმატოლოგებს, ყბა-სახის ქირურგებს, ბავშვთა უროლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს) მიენიჭებათ 6 უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარება) ქულა.

კონფერენცია პროფესიულ წრეებში ცოდნის გაღრმავებისა და დარგობრივი სიახლეების გაცნობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ითვლება, რაც პირდაპირ აისახება ბავშვთა მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები