back to top

ტვინის ახალი იმპლანტი, რომლიც მედიკამენტების მაღალი სიზუსტით მიწოდებას ხდის შესაძლებელს ტვინის რამდენიმე უბანში ერთდროულად

გააზიარე

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსის (NYUAD) მკვლევრებმა შეიმუშავეს ტვინის იმპლანტის ახალი ტიპი, სახელწოდებით SPIRAL (Strategic Precision Infusion for Regional Administration of Liquid), რომელსაც შეუძლია სამკურნალო საშუალებების მაღალი სიზუსტით შეყვანა ტვინის მრავალ რეგიონში ერთდროულად. აღნიშნული მიღწევა ახალ შესაძლებლობებს იძლევა ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობაში.

SPIRAL წარმოადგენს თხელ, მოქნილ მიკროკათეტერს, რომელიც კონფიგურირებულია სამკურნალო ნივთიერების მიწოდებისთვის ინტრაცერებრულად. NYUAD-ის ბიოინჟინერიის ასისტენტ პროფესორის, ხალილ რამადის გუნდის მიერ შემუშავებული ეს მოწყობილობა მინიმალურად ინვაზიურია და საშუალებას აძლევს კლინიცისტებსა და მკვლევრებს, მიაღწიონ ტვინის ქსოვილის უფრო დიდ და კოგნიტურად რთულ უბნებს, რომლებიც მიუწვდომელი იყო სტანდარტული იმპლანტებით.

კვლევის ავტორების განცხადებით, ვინაიდან ნევროლოგიური პათოლოგიები ხშირად ტვინის სპეციფიკური რეგიონებიდან იწყება, მათზე მიზანმიმართული ზემოქმედების ამჟამინდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდულია. SPIRAL-ის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ერთდროულად მოახდინოს თერაპიული აგენტის დისტრიბუცია რამდენიმე რეგიონში რისკის ზრდის გარეშე.

კვლევა, რომელიც Journal of Neural Engineering-ში გამოქვეყნდა, აღწერს, თუ როგორ იყენებს SPIRAL მის სტრუქტურაზე განლაგებულ საგანგებოდ დაპროექტებულ ხვრელებს მედიკამენტის კონტროლირებადი გზით გამოსათავისუფლებლად.

SPIRAL-ის ხვეული (ჰელიკალური) კონფიგურაცია და ოპტიმიზებული, თანაბრად განლაგებული გასასვლელები უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების თანაბარ მიწოდებას სამიზნე ქსოვილის დიდ მოცულობაზე ერთი ინსერციული წერტილიდან. ეს მეთოდი მნიშვნელოვანია ისეთი პათოლოგიების თერაპიისთვის, როგორიცაა გლიობლასტომა, სადაც საჭიროა მედიკამენტის მაღალი კონცენტრაციით მიწოდება ჰემატოენცეფალური ბარიერის გვერდის ავლით.

ლაბორატორიული ტესტირებით დადასტურდა, რომ იმპლანტი არ იწვევს ანთებით რეაქციას სტანდარტულ მოწყობილობებთან შედარებით, შესაბამისად ტექნოლოგია მის ბიოთავსებადია.

მეცნიერებით განცხადებით, პერსპექტივაში, SPIRAL-ის პლატფორმა შესაძლოა ადაპტირდეს ნეიროსტიმულაციის ან სხვა მოწინავე თერაპიული მეთოდებთან, რაც პოტენციურად გააუმჯობესებს ისეთი ნევროლოგიური დარღვევების მართვას, როგორიცაა, მაგალითად, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება და სხვა ნეიროდეგენერაციული მდგომარეობები.

წყარო: IOPSCIENCE

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები