ტაშკენტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი XXI საუკუნეში: მდგრადი მოდელები და უახლესი პრაქტიკა“. ღონისძიება, რომელიც ტურიზმის განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და ჯანდაცვისა და ტურიზმის უწყებების მხარდაჭერით ტარდება, მიზნად ისახავს უზბეკეთის, როგორც რეგიონული სამედიცინო ტურიზმის ჰაბის, იმიჯის გამყარებას.
კონფერენციაზე შეიკრიბნენ მეცნიერები, ჯანდაცვის ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ყაზახეთიდან,, მალტადან და თურქეთიდან. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც მოიცავს: ინოვაციურ ტექნოლოგიებს (ხელოვნური ინტელექტი, ტელემედიცინა), პერზონალიზებულ მედიცინას, ეკოლოგიურ სტანდარტებს და კადრების მომზადებას.
კონფერენციის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ სამედიცინო ტურიზმის ბუმს და უზბეკეთის მზარდ პოტენციალს. იბრაჰიმ ალატასმა, ბეიკენტის უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებულმა პროფესორმა, ღიად განაცხადა, რომ მათი მიზანია „დაეხმარონ უზბეკეთს, რომ გახდეს სამედიცინო ჰაბი აზიაში“ და მოიზიდონ უცხოელი პაციენტები ქვეყანაში.
ჟალოლიდინ ასამუტდინოვმა, ლიცენზირებისა და აკრედიტაციის ცენტრის დირექტორმა, დაადასტურა, რომ სისტემური რეფორმების წყალობით, უცხოელი პაციენტების ინტერესი უზბეკეთის კლინიკების მიმართ სტაბილურად იზრდება.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს და გაიხსნა სპეციალიზებული გამოფენა „სამედიცინო ტურიზმი: ინოვაციები და ტრენდები“. მონაწილეები კონფერენციას განიხილავენ, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს უზბეკეთის, როგორც თანამედროვე და ღია საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის ცენტრის, პოზიციონირებისკენ.
წყარო: nuz.uz

