back to top

კვირაში სულ მცირე 4000 ნაბიჯის გადადგმა ხანდაზმულ ქალებში სიკვდილიანობის რიკს 26%-ით ამცირებს

გააზიარე

British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ქალებში სიკვდილიანობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად ნაბიჯების საერთო მოცულობა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ის, თუ რამდენჯერ აღწევენ ისინი დღიურ სამიზნე რაოდენობას კვირის განმავლობაში.

კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში, რომლებიც კვირაში სულ მცირე 1 ან 2 დღეში მაინც დგამენ 4000 ნაბიჯს, უკვე აღინიშნება რისკის მნიშვნელოვანი შემცირება, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ამ ზღვარს არასდროს აღწევენ:

  • სიკვდილის რისკი ნებისმიერი მიზეზით: მცირდება 26%-ით.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი: მცირდება 27%-ით.

4000 ნაბიჯის კვირაში 3-ზე მეტ დღეს გადადგმა სიკვდილის რისკს უფრო მეტად ამცირებს (40%-მდე), თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი ამ დროს თითქმის არ იცვლება.

იმისდა მიუხედავად, რომ დღეების უფრო მაღალი სიხშირით (მაგალითად, კვირაში 3 ან მეტი დღე) უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა (მაგალითად, 5000-დან 7000-მდე) ასოცირდებოდა სიკვდილის რისკის დამატებით შემცირებასთან, კვლევის დასკვნით, საშუალო დღიური ნაბიჯების საერთო მოცულობა არის დაცვითი ეფექტის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნაბიჯების მოცულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღიური ნაბიჯების სამიზნე ზღვრის მიღწევის სიხშირე არ არის მნიშვნელოვანი ხანდაზმულ მოსახლეობაში. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ფიზიკური აქტივობის იდეალური სქემა; ხანდაზმულ ქალებს შეუძლიათ ფიზიკური აქტივობა აწარმოონ ნებისმიერი სასურველი ფორმით და სიხშირით, რათა შეამცირონ სიკვდილიანობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

კვლევა, რომელშიც 71 წლის ასაკის 13,547 ქალი იყო ჩართული და რომლებსაც თითქმის 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, დამატებით მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ სიარული რეალურად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები