back to top

ვარჯიში დაბერებას აჩერებს

გააზიარე

შეუძლია ვარჯიშს დაგვიცვას დაბერებისგან? გაირკვა, რომ ეს შესაძლებელია. მეცნიერებმა ჩვენს სხეულში აღმოაჩინეს ბუნებრივი ნივთიერება ბეტაინი, რომელიც მხოლოდ რეგულარული ვარჯიშის დროს აქტიურდება. ის ხელს უწყობს ენერგიის ზრდას, კოორდინაციას, გვიცავს ანთებებისგან, ანელებს დაბერების პროცესს და დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. 

ეს აღმოჩენა ბეტაინს ახალ მნიშვნელობას სძენს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მნიშნელოვან  გავლენას ახდენს რეგულარული ვარჯიში ჯანმრთელობაზე.

ბეტაინი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. ის იცავს უჯრედებს სტრესისა და ანთებისგან, ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. შედეგად, ბეტაინი სხეულს ეხმარება სწორად მუშაობაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

კვლევა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეცნიერები იკვლევდნენ, რა გავლენა აქვს ვარჯიშს სხეულზე. მათ შეადარეს სამი ჯგუფი: ისინი, ვინც არ ვარჯიშობდნენ. ისინი, ვინც ერთხელ ივარჯიშეს  და ისინი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობდნენ.

შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ ბეტაინი თირკმელებში მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშის დროს გამომუშავდება. ერთჯერადი ვარჯიში ვერ იწვევს იმ ბიოქიმიური პროცესების გააქტიურებას, რომლებიც ამცირებს ანთებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გონებრივ ფუნქციებს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა არის ის, რომ ბეტაინის დანამატი შესაძლოა ორგანიზმმა ბუნებრივი ვარჯიშის ეფექტის იმიტაციად გამოიყენოს. ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბეტაინი აუმჯობესებს თირკმლის მუშაობას, კოორდინაციასა  და გონებრივ შესაძლებლობებს, ამცირებს დეპრესიის ნიშნებს და ანელებს დაბერების პროცესს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბეტაინის დანამატი შესაძლოა კარგი ალტერნატივა იყოს მათთვის, ვინც ჯანმრთელობის გამო ვერ ვარჯიშობს. თუმცა საჭიროა ჩატარდეს დამატებითი კვლევები რომ გაირკვეს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ:

Zhang, Y., Wang et al. (2025). Kidney-derived betaine mediates the beneficial effects of exercise on aging. Cell, 188(7), 1234-1248. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები