თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს

გააზიარე

კახა კალაძის განცხადებით, პირველი მაისიდან „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც თბილისის მერია დააფინანსებს.

მისი თქმით, თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.

კალაძის თქმით, „4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა“

ხაზგასასმელია, რომ ფილტვის კიბო კვლავ რჩება სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად საქართველოში. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე მწირი ინფორმაცია იყო იმის შესახებ, როგორი მახასიათებლები აქვს ქართველ პაციენტთა დემოგრაფიას, რაც ართულებდა ადრეული გამოვლენის სტრატეგიების შემუშავებას და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრის გუნდმა, ონკოლოგ ივანე კილაძეს ხელმძღვანელობით, ჩაატარა პირველი მასშტაბური კვლევა. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები