ახალი ბიოსენსორი: როგორ ცვლის 3D ტექნოლოგია გლუკოზის მონიტორინგის სტანდარტებს

გააზიარე

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (WSU) მეცნიერებმა ინოვაციური ბიოსენსორი შექმნეს, რომელიც დიაბეტით დაავადებული პირებისთვის გლუკოზის უსადენო მონიტორინგს უფრო ზუსტს, ხელმისაწვდომსა და ნაკლებად ინვაზიურს გახდის.

ჟურნალ The Analyst-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ახალი მოწყობილობა უჯრედშორის სითხეში შაქრის დონეს მიკრონემსების მეშვეობით ზომავს და მონაცემებს რეალურ დროში სმარტფონს გადასცემს.

მოწყობილობის მაღალი მგრძნობელობა ე.წ. „ერთატომიანი კატალიზატორისა“ და ფერმენტული რეაქციების, ნანოზიმების, გამოყენებამ განაპირობა. ამ ტექნოლოგიამ მკვლევრებს საშუალება მისცა, გაეძლიერებინათ სიგნალი და შეექმნათ უფრო კომპაქტური და ჭკვიანი სენსორი, რომელიც ბიომარკერების მინიმალურ რაოდენობასაც კი აფიქსირებს.

არსებული უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ქიმიური პროცესები კანქვეშ მიმდინარეობს და გაღიზიანებას ან გამონაყარს ხშირად იწვევს, WSU-ს სენსორი მომხმარებლისთვის გაცილებით საიმედოა. მისი მუშაობის პრინციპი 3D პრინტერზე დაბეჭდილ ღრუ მიკრონემსებს ეფუძნება, რომელთა სიგრძე ერთ მილიმეტრზე ნაკლებია.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რა დროსაც შაქრის დონის გამოსავლენი ქიმიური რეაქციები უშუალოდ კანქვეშ მიმდინარეობს და ხშირად ქსოვილების გაღიზიანებას ან ანთებას იწვევს, ახალი მოწყობილობას ტესტირების პროცესი სრულად სხეულის გარეთ გადააქვს. სისტემა იყენებს მილიმეტრზე ნაკლები სიგრძის ღრუ მიკრონემსებს, რომლებიც მხოლოდ კანის ზედაპირულ ფენაში აღწევენ და ნერვულ დაბოლოებებს საერთოდ არ ეხებიან. ყოველივე ეს პაციენტისთვის ტოქსიკურობისა და ანთებითი პროცესების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

ახალი ტექნოლოგია  ეკონომიკური თვალსაზრისითაც მოგებიანია. 3D ბეჭდვის გამოყენება წარმოებას საგრძნობლად აიაფებს. პროგნოზების მიხედვით, აშშ-ში უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგის ბაზარი 2024 წლის 7.2 მილიარდი დოლარიდან 2033 წლისთვის 26.8 მილიარდამდე გაიზრდება. ეს ფაქტორი მსგავსი ინოვაციების კომერციალიზაციის დიდ პოტენციალზე მიუთითებს.

ამ ეტაპზე მეცნიერებმა პატენტზე უკვე წარადგინეს განაცხადი და მოწყობილობის ცხოველებზე გამოცდას გეგმავენ. მეცნიერთა ჯგუფი ასევე სენსორის შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობს, რათა ტექნოლოგიამ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ბიომარკერის იდენტიფიცირება შეძლოს. პროექტის ავტორების მიზანია, მაღალტექნოლოგიური სენსორები ყოველდღიური ჯანდაცვის პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ნაწილი გახდეს.

წყარო: The Analyst

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები