კბილის დაკარგვის შემთხვევაში, მისი აღდგენა, ლაბორატორიაში გაზრდილი, ბუნებრივი სტრუქტურით იქნება შესაძლებელი. მეცნიერები უკვე მუშაობენ, რომ ხელოვნური მასალის ნაცვლად პირის ღრუში ნამდვილი, ბიოლოგიური კბილები გადაინერგოს. ასეთი კბილი სრულად შეერწყმება გარემოს და უკეთ მოერგება ადამიანს.
კვლევა, რომელიც ჟურნალ ACS Macro Letters-ში გამოქვეყნდა, აღწერს, როგორ შექმნეს ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ინოვაციური ჰიდროგელი. ეს ბიომასალა კბილის დაშლილ უჯრედებს აერთიანებს და ისევ ერთიან ცოცხალ სტრუქტურად აქცევს.
ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ სწორ გარემოში ემბრიონული უჯრედები ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან და ქმნიან კბილების მსგავს მინიატურულ „ორგანოიდს“. ეს სიცოცხლისუნარიანი სტრუქტურა მომავალში შეიძლება დაკარგული კბილის აღდგენისთვის გამოიყენონ. მეცნიერების თქმით, ლაბორატორიაში გაზრდილმა კბილებმა შესაძლოა მომავალში იმპლანტები სრულად ჩაანაცვლოს და ცარიელი ღრმული ცოცხალი ქსოვილით შეივსოს. ჰიდროგელების გამოცდა ამჟამად ცხოველებზე მიმდინარეობს, შემდეგი ნაბიჯი – კლინიკური კვლევებია ადამიანზე.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ძალიან მალე დაკარგული კბილების აღდგენა პრობლემა აღარ იქნება. ამას შეძლებს ბიოლოგიური სტრუქტურა, რომელიც სხეულის ბუნებრივი რეგენერაციის მსგავსად იმუშავებს.
ლიტერატურა :
Zhang, X., et al (2024). Generating Tooth Organoids Using Defined Bioorthogonally Cross-Linked Hydrogels. ACS Macro Letters, 13(7), 1620–1626.

