back to top

ახალი კვლევის მიხედვით, უცხო ენის ცოდნა ადამიანს დაბერებისგან იცავს

გააზიარე

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რამდენიმე ენის ცოდნას (მულტილინგვიზმს) გაცილებით ფართო და დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, ვიდრე მხოლოდ კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაა. კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ უცხო ენის ცოდნამ შესაძლოა ადამიანს სამი წლით მეტი ჯანმრთელი სიცოცხლე შემატოს.

კვლევამ შეისწავლა 86,000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემები ევროპის 27 ქვეყნიდან. მეცნიერებმა გამოიყენეს ბიოქცევითი ასაკობრივი სხვაობის (BAG) მაჩვენებელი, რომელიც ზომავს ინდივიდის დაბერების ტემპს და უკავშირდება ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებს.

კვლევამ აჩვენა, რომ რამდენიმე ენის მცოდნე ადამიანები ორჯერ მეტად არიან დაცული დაჩქარებული დაბერებისგან, ვიდრე მხოლოდ ერთი ენის მცოდნე პირები. როგორც აღმოჩნდა, რაც მეტი უცხო ენა იცის ადამიანმა, მით მეტად არის დაცული დაჩქარებული დაბერებისგან. ეს დამცავი ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში.

აქამდე ჩატარებული კვლევები დიდი ხანია აჩვენებს, რომ რამდენიმე ენის ცოდნა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს, როგორიცაა კონცენტრაცია და მეხსიერება.

ეს ეფექტი დაკავშირებულია ნეიროპლასტიკურობასთან. რამდენიმე ენის მცოდნე ადამიანების ტვინის სტრუქტურის კვლევები აჩვენებს ნაცრისფერი ნივთიერების მეტ სიმკვრივეს ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოგნიტურ ფუნქციებზე.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მთელი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ენაზე საუბარი, შესაძლოა, ისეთივე სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკური აქტივობა ან მოწევისთვის თავის დანებება.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები