შეამცირებს ასაკობრივი შეზღუდვები სმარტფონ-ასოცირებულ რისკებს?

გააზიარე

სმარტფონი. თანამედროვე სამყარომ სამწუხაროდ ისეთ რეალობაში გვაიძულა გვეცხოვრა სადაც ზრდიდე ბავშვს ან საერთოდაც იყო მოზარდი უაღრესად საშიში გახდა. ერთის მხრივ მოზარდთათვის სოციალური ინტეგრაციისათვის ხშირად ინტერნეტთან წვდომა აუცილებელია, ხოლო მეორეს მხრივ იქ ნავიგაცია უამრავ რისკთან და საშიშროებასთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია ცდილობს მოზარდებისთვის სმარტფონებისა და სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი ასაკობრივი შეზღუდვები დააწესოს. თუმცა, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს (CHOP), კალიფორნიის უნივერსიტეტისა (ბერკლი) და პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევართა ახალი ერთობლივი კვლევა, რომელიც ჟურნალ Pediatrics-სა და სამეცნიერო პლატფორმა Medical Xpress-ზე გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მხოლოდ ასაკობრივი ბარიერების დაწესება პრობლემას ვერ მოაგვარებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუნდაც ბავშვმა სმარტფონი შედარებით გვიან, მაგალითად 13 წლის ასაკში მიიღოს, ერთი წლის შემდეგ, 14 წლის ასაკში, მოწყობილობაზე კონტროლის არ არსებობის შემთხვევაში მაინც მაღალია დეპრესიის, სიმსუქნისა და უძილობის რისკი.. კვლევამ აჩვენა, რომ 12 წლის ან უფრო ადრეულ ასაკში ტელეფონის ქონა მართლაც ზრდის ფსიქიკურ და ფიზიკურ რისკებს, თუმცა 13 წლამდე ლოდინი ავტომატურად არ ნიშნავს უსაფრთხოებას. მთავარი პრობლემა არა თავად სმარტფონის ფლობის ასაკი, არამედ ის არის, თუ როგორ და რა დოზით იყენებენ მას მოზარდები.

მკვლევართა ჯგუფი, ბავშვთა ფსიქიატრ რან ბარზილაის ხელმძღვანელობით, ხაზს უსვამს, რომ ციფრული ტექნოლოგიების სრული აკრძალვა ან მხოლოდ ასაკობრივი ცენზის იმედად ყოფნა ილუზიაა. სმარტფონებს მოზარდებისთვის პოზიტიური ფუნქციაც აქვთ, რაც სოციალური კავშირების გამყარებაში, სწავლასა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში გამოიხატება. ამიტომ, გამოსავალი არა ტექნოლოგიის დემონიზებაში, არამედ ოჯახში სწორი ციფრული ჰიგიენისა და მკაფიო წესების ჩამოყალიბებაშია.

მეცნიერების მიერ შემოთავაზებული ყველაზე მარტივი და ეფექტური რეკომენდაცია ღამის საათებში მოზარდის საძინებელი ოთახიდან სმარტფონის სრულიად გატანაა. მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ტელეფონებს საძინებლის მიღმა ტოვებენ, მნიშვნელოვნად ნაკლებად უჩივიან უძილობასა და ფსიქოლოგიურ გადაწვას. გარდა ამისა, მშობლებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ ეკრანთან გატარებული დროის ყოველდღიური ლიმიტები და შექმნან ე.წ. „ტელეფონისგან თავისუფალი ზონები“, მაგალითად, სადილობისას ან საშინაო დავალების მომზადების დროს. საბოლოო ჯამში, კვლევა გვიჩვენებს, რომ მოზარდების დასაცავად სახელმწიფოებრივ აკრძალვებზე მეტად მშობლების ყოველდღიური ჩართულობა, მონიტორინგი და ჯანსაღი ჩვევების დანერგვა მუშაობს.

დიდი ალბათობით აღნიშნული კვლევა კიდე უფრო მეტად გაამწვავებს ბრიტანეთისა და ევროკავშრის მრავალ ქვეყანაში ეტაპობრივად დაინიცირებული კანონპროექტების შესახებ გამართულ დისკუსებს, რომელიც მოზარდების მიერ მოხმარებული კონტენტის ცენზს კიდევ უფრო მეტად გამყარებასა და უამავი პლატფორმის აკრძალვებს ეხება, რაც ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად იქცა.  

jamanetwork

medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები