სოკოფაბრიკა X – წამლების დახარისხების ახალი მეთოდი

გააზიარე

მეცნიერებმა ეკომეგობრული და უფრო მარტივი გზა იპოვეს ახალი წამლების აღმოსაჩენად. მათ შექმნეს განსაკუთრებული ნაერთები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება ისეთი სერიოზული დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა მაგალითად კიბო და ინფექციები. ამ მიზნით მეცნიერებმა ლუდის წარმოებაში გამოყენებული ჩვეულებრივი სოკო ისე გადააკეთეს, რომ ის პატარა მანათობელ „ქარხნად“ გადაიქცა და თავად დაიწყო სასარგებლო ნივთიერებების წარმოქმნა.

საფუარის თითოეული უჯრედი სპეციალურად დაპროგრამებულია კონკრეტული პეპტიდის საწარმოებლად. თუ პროცესი წარმატებულია, უჯრედი ანათებს. მაღალი სიზუსტის გამდინარე ციტომეტრით მეცნიერები სწრაფად არჩევენ საუკეთესო ვარიანტებს. სულ რამდენიმე საათში შესაძლებელი ხდება ასობით მილიონი პეპტიდის გაფილტვრა. ეს პროცესი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული phage ან mRNA display  ტექნოლოგიებით, რომლებიც რეალურ დროში დაკვირვების საშუალებასაც არ იძლევა.

მაკროციკლური პეპტიდები საინტერესოა ფარმაცევტული კვლევებისთვის, რადგან ისინი კარგად ეკვრიან დაავადების გამომწვევ პროტეინებს,  არიან უფრო სტაბილური და ტრადიციულ წამლებთან შედარებით  იშვიათად იწვევენ გვერდით ეფექტებს (Driggers და სხვ., 2008; Linciano და სხვ., 2025). არსებული მეთოდები ხშირად ძვირი, ნელი და ეკოლოგიურად არასახარბიელოა. საფუარზე დაფუძნებული ახალი პლატფორმა კი, საშუალებას იძლევა, იდეალური პეპტიდები რეალურ დროში პირდაპირ ცოცხალი უჯრედებიდან შეირჩეს.

„ჩვენ ისე დავაპროგრამეთ საფუარის უჯრედები, რომ თითოეული მათგანი, კონკრეტული ნაერთის წამოებისას, წარმოქმნის ფლუორესცენტურ სინათლეს. ამან 100 მილიონი პეპტიდის სწრაფი და ეფექტური სკრინინგის საშუალება მოგვცა,“ — ამბობს წამყვანი სპეციალისტი სარა ლინჩიანო (Phys.org, 2025).

მეცნიერებმა საკუთარი აღმოჩენები X-ray კრისტალოგრაფიის საშუალებით დაადასტურეს. ეს ნიშნავს, რომ შერჩეულ პეპტიდებს სამიზნეებთან მიმართებით „შესანიშნავი შეკავშირების თვისებები“ და „გამორჩეული აფინობა და სელექტიურობა“ ახასიათებთ (Linciano და სხვ., 2025). შესაძლოა, ამ ტექნოლოგიამ მნიშვნელოვნად დააჩქაროს ახალი წამლების შექმნის პროცესი, განსაკუთრებით ქრონიკული და განუკურნებელი დაავადებების წინააღმდეგ. ამიტომ თვლიან, რომ  ეს არის ბიოშეთავსებადი და მდგრადი გზა წამლების აღმოსაჩენად.

დამატებითი ინფორმაცია და წყარო:

Linciano, S., et al. (2025). Screening macrocyclic peptide libraries by yeast display allows control of selection process and affinity ranking. Nature Communications, 16, 5367. 

Phys.org. (2025, June 25). Brewery to pharma: Brewer’s yeast becomes a green factory for therapeutic molecules. 008).

The exploration of macrocycles for drug discovery—an underexploited structural class. Nature Reviews Drug Discovery, 7, 608–624. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები