აშშ-ში ვაქცინაციის მოცვა ეცემა

გააზიარე

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ ბავშვთა ვაქცინაციის დონე შემცირებულია. 2024-2025 წლებში საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში იმუნიზაციის მაჩვენებლის შემცირებას თან ახლავს ვაქცინაციის თავიდან არიდების შემთხვევების ზრდა. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის თაობების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.

CDC-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ძირითადი ბავშვთა ვაქცინებით, მათ შორის MMR-ით (წითელა-ყბაყურა-წითურა), DTaP-ით (დიფთერია-ტეტანუს-ყივანახველა), პოლიო და ჩუტყვავილას ვაქცინაცია  ნახევარზე მეტ შტატში შემცირდა.

ამჟამად, იმუნიზაციის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს, რაც 95%-იან პანდემიამდელ ნიშნულს ჩამორჩება. ეს 95% კი კოლექტიური იმუნიტეტის შესანარჩუნებლად აუცილებელი მინიმუმია, რათა დაავადებების გავრცელება შეჩერდეს.

პარალელურად, უფრო მეტი ადამიანი უარს აცხადებს ვაქცინაციაზე: მაჩვენებელი 3.3%-დან 3.6%-მდე გაიზარდა,17 შტატში კი 5%-საც გადააჭარბა. ამ ზრდის მთავარ განმაპირობებელ მიზეზებს კი არ აქვთ მეცინიერული საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში აშშ-ის მონაცემებს ეყრდნობა, მისი გზავნილი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის არის აქტუალური. ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა და მოცვის შემცირება საფრთხეს უქმნის იმუნიზაციის გლობალურ მიღწევებს. წითელას, პოლიომიელიტისა და სხვა სასიკვდილო დაავადებების კონტროლი რისკის ქვეშ დგება, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ გაერთიანდება. ამ საფრთხის შესაჩერებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობა და ღია კომუნიკაცია ქვეყნების სრული ჩართულობით. 

წყარო: CDC



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები