არავისთვის საიდუმლო აღარაა რომ ძილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც იმაზე ბევრად დიდი მნშიშვნელობა აქვს ვიდრე თავად წარმოგვიდგენია. სოწორედ ძილის დროს ხდება ორგანიზმის უჯრედულ დონეზე აღდგენა და ფიზიოლოგიური გაჯანსაღება. ამ პროცესს ჩვენგან სრულებით ფარულად ცირკადული რითმები მართავენ. ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთ სამედიცინო ცენტრმა ჩაატარა, ხანდაზმულ ადამიანებში დღეღამური რიტმის დარღვევა დემენციის განვითარების მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკებთანაა დაკავშირებული.
ადამიანის ძილს, მეტაბოლურ აქტივობას, ჰორმონალურ სეკრეტორულ ფუნქციას და ორგანიზმში განვითარებულ მრავალ სხვა პროცეს, შიდა ბიოლოგიური საათი, იგივე ცირკადული რიტმი არეგულირებს.
2 000-ზე მეტ ხანდაზმულზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც სუსტი, არარეგულარული ან დღის უფრო გვიან მონაკვეთში გადანაცვლებული ცხოვრების წესი ჰქონდა, მომდევნო წლებში დემენციის, სხვა და სხვა, ნიშნები განუვითარდა.
კვლევის ერთ-ერთი ფაზის მიმდინარეობისას, მონაწილეებს დაახლოებით 12 დღის განმავლობაში ეკეთათ თავის ტვინის აქტივობის მონიტორები, რომლებიც დასვენებისა და მოძრაობის ციკლებს აღრიცხავდა. ეს მეთოდი იმითაა განსაკუთრებული, რომ:
- არ ეყრდნობა მხოლოდ სუბიექტურ თვითშეფასებას
- იძლევ რეალურ, ყოველდღიურ ქცევაზე დაფუძნებულ მონაცემებს
- მისი გამოყენება დიდი პოპულაციებისთვის არაინვაზიურადაა შესაძლებელი
აღმოჩნდა, რომ პირებს, რომელთაც სუსტი ცირკადული რითმი უფიქსირდებოდათ (აქტიურ და არააქტიურ პერიოდებს შორის ნაკლებად მკაფიო განსხვავება), მომავალ წლებში დემენციის განვითარების დაახლოებით 2.5-ჯერ მაღალი რისკი აღენიშნებოდათ ძლიერი რიტმის მქონე პირებთან შედარებით.
მნიშვნელობა
თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალოგიური კვლევა სხვა გავლენან ინსტიტუციებსაც აქვთ ჩატარებული ხოლო შედეგები ფაქტობრივად იდენტურია, ეს კიდევ ერთ დასტურად უნდა ჩავთვალოთ იმისთვს, რათა ძილის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.
რიტმი ორგანიზმს 24-საათიან ციკლთან სინქრონიზაციაში ეხმარება. ასაკის მატებასა და ცხოვრების არარეგულარული რეჟიმის პირობებში რიტმის დასუსტებამ შესაძლოა ძილის ხარისხის გაუარესებასთან ერთად, ანთებითი პროცესების გაძლიერება და ტვინის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.
ამ პროცესებზე უფრო დაწვრილებით: გადაცემა მედსკრიპტუმი
მკვლევარები შემდეგი ეტაპების შესწავლას გეგმავენ:
- შესაძლებელია თუ არა ცირკადული რითმის კორექცია (მაგ. სინათლის თერაპიით, ფიზიკური აქტივობის დროის შეცვლით, ძილის რეჟიმის სტაბილიზაციით)
- შეუძლია თუ არა ასეთ ჩარევებს უკვე გამოვლენილი დემენციის განვითარების რისკის შემცირება ან პროგრესის შენელება
აღნიშნული კვლევა არ არის მიზან-შედეგობრივი კავშირის გამოვლენაზე ორიენტირებული თუმცა ცალსახად მიუთითებს, რომ ცირკადული რიტმის ცვლილებები კოგნიტური დაქვეითების ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რაც ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ძილისა და ყოველდღიური აქტივობის მონიტორინგი დემენციის კვლევისა და ადრეული დიაგნოსტიკის სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტად შეგვიძლია ვიხილოთ.
წყარო:sciencedaily

