გარდაიცვალა ცნობილი ფოთელი ქირურგი გოგი მელიქია

გააზიარე

გარდაიცვალა ცნობილი ფოთელი ქირურგი, ღირსების ორდენის კავალერი და ფოთის საპატიო მოქალაქე გოგი მელიქია.
იგი 1942 წელს ფოთში დაიბადა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში მშობლიურ ქალაქს ემსახურებოდა.
სხვადასხვა წლებში გოგი მელიქია ხელმძღვანელობდა ფოთის პირველ პოლიკლინიკას, სამშობიარო სახლს, ასევე იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მთავარი ქირურგი.
მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშეც. ბატონი გოგი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, როგორც ფოთის ბატალიონის ექიმი, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მაშინ როდესაც ფოთი დაიბომბა, ის აქტიურად ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
“პანაშვიდი გაიმართება ხუთშაბათსა და პარასკევს. დაკრძალვა – შაბათს, 30 მაისს. მისამართი: ფოთი, დუმბაძის ქუჩა №33“, – წერენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები