გარღვევა ადამიანის ნოროვირუსის(HuNoV) კვლევაში. მეცნიერებმა ვირუსის უწყვეტი ზრდის მიღწევა შეძლეს.

გააზიარე

ადამიანის ნოროვირუსი (HuNoV) მწვავე ვირუსული გასტროენტერიტის ყველაზე ხშირი მიზეზია, რომლებიც გულისრევას, დიარეას და ძლიერ დეჰიდრატაციას იწვევენ, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებში. მიუხედავად ვირუსის ფართო ეპიდემიოლოგირი გავრცელებისა, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პრეპარატების შექმნის პროცესი აქამდე შენელებული იყო, ვინაიდან მეცნიერები ერთ უმთავრეს პრობლემას აწყდებოდნენ. ვირუსის ლაბორატორიულ პირობებში გაზრდა, სამომავლოდ მასზე დაკვირვებისა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად შეუძლებელი იყო.

2026 წლის თებერვლის დასაწყისში ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარება გამოაცხადეს, რომ მათ ზემოთ მოყვანილი დაბრკლების გადალახვა შეძლეს, რამაც მათ ნოროვირუსის შტამების ლაბორატორიაში გაზრდისა და მისი გრძელვადიანი შენარჩუნების საშუალება მისცა. აღნიშნული მიღწევა ვირუსის გაცილებით უფრო ღრმად შესწავლის საშუალებას იძლევა, ასევე ვაქცინისა და ანტივირუსული თერაპიის შემუშავებისკენ გზას ხსნის, რაც აქამდე მიუღწეველი იყო.

რა შეცვალა გარღვევამ

თავდაპირველად ლაბორატორიულად ნოროვირუსის მხოლოდ რამდენიმე თაობის გამოყვანა იყო შესაძლებელი, რის შემდეგაც ვირუსი გამრავლებას წყვეტდა. მიზეზის დასადგენად ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ენტეროიდები, რომელთა დაინფიცირებაც ნოროვირუსის გასამრავლებლად ხდებოდა, დიდი ოდენობით სპეციფიკურ ქემოკინების გამოყოფდნენ. ქემოკინები პატარა მასის მქონე სასიგნალო ნივთიერებებია, რომელთაც ორგანიზმი კოორდინირებული იმუნური პასუხისათვის იყენებს.

მეცნიერების აზრით სწორედ ის სამი ქემოკინი( CXCL10, CXCL11, და CCL5) რომელთა აფრეგულაცია ყველაზე ინტენსიურად ხდებოდა გახლდათ ვირუსის ბლოკირების მთავარი მიზეზი.

ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად მათ ქემოკინების ბლოკერი, პრეპარატი TAK-779 იხმარეს, რის შედეგადაც ვირუსული პოპულაცია საგრძნობლად გაიზარდა და ზედიზედ 15-ჯერ რეპლიკაცია შეძლო.

რას ნიშნავს ეს მიღწევა

ლაბორატორიულ პირობებში ვირუსის უწყვეტი კულტივირების შესაძლებლობა ნიშნავს, რომ მეცნიერებს ახლა უპრეცედენტო დონეზე შეუძლიათ ნოროვირუსის რეპლიკაციის ციკლები, მისი ურთიერთქმედება მასპინძელ უჯრედებთან და გენეტიკური ვარიაციები შეისწავლონ.

ეს სიღრმისეული ცოდნა გადამწყვეტია ვირუსის სასიცოცხლო ციკლის იმ სუსტი წერტილების გამოსავლენად, რომლებზეც სამომავლო მკურნალობის მეთოდები იქნება ფოკუსირებული.

ვინაიდან ისტორიულად ნოროვირუსის ლაბორატორიაში გამოზრდა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, 2016 წლიდან, მეცნიერები ვაქცინის შესაქმნელად აუცილებელ ვირულენტურ ნიმუშებს დაინფიცირებულ პაციენტთა  ნაწლავური ქსოვილიდან იღებდნენ, რაც არსებულ პრობლემას მაინც ვერ ჭრიდა, ვინაიდან ნაწალვურ ფლორათან მიმართებაში მხოლოდ ვირუსზე დაკვირვება და შემდომ მასზე ინდივიდუალური ზემოქმედება ძალიან რთული იყო.

ვირუსის განმეორებადი და სტაბილური მარაგების არსებობით, მკვლევარებს უკვე შეუძლიათ მაღალეფექტური (high-throughput) სისტემების მეშვეობით ანტივირუსული ნაერთების სკრინინგი და ვაქცინის კანდიდატების გამოცდა კონტროლირებად ლაბორატორიულ გარემოში.

პაციენტებისგან მიღებულ არაპროგნოზირებად ნიმუშებზე დამოკიდებულების აღმოფხვრა მედიკამენტების შექმნის პროცესს ბევრად უფრო სწრაფს და ეფექტურს ხდის.

წყარო:medicalexpress

medicalnet

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები