2026 წლის 31 მაისს თბილისში “საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის(GIMPHA) მე-11 ყოველწლიური საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ასობით ქართველი და უცხოელი ექიმი, მკვლევარი და ჯანდაცვის სპეციალისტი გააერთიანა. GIMPHA უკვე წლებია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი ექიმები ერთმანეთს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს, კლინიკურ გამოცდილებასა და სამეცნიერო სიახლეებს უზიარებენ. ორგანიზაცია 2012 წელს დაარსდა ნიდერლანდებში და მისი ერთ-ერთი მთავარი მისია საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარებაა.
წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებით მრავალფეროვანი გამოდგა. პროგრამა ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ინფექციოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროების 600-მდე დელეგატის მოხსენებას მოიცავდა.
გინეკოლოგიური ონკოლოგიის სესიაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დისკუსიის გამომწვევი მოხსენება მედიცინის დოქტორმა და საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტმა მადონა ჯუღელმა წარადგინა. ლექცია სახელწოდებით „ რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ კოლპოსკოპია? – ქვედა გენიტალური ტრაქტის სრული შეფასება HPV-ასოცირებული კიბოს პრევენციისთვის” თანამედროვე გინეკოლოგიური ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს ადამიანის პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეული მრავალკეროვანი დაავადებების აღმოჩენასა და პრევენციას ეხებოდა.
თანამედროვე მტკიცებულებები და გზავნილები
მოხსენების მთავარი გზავნილი ის გახლდათ, რომ მხოლოდ საშვილოსნოს ყელის შეფასება თანამედროვე მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკმარისი აღარაა. ბოლო წლებში დაგროვილმა სამეცნიერო მონაცემებმა აჩვენა, რომ მაღალი რისკის HPV ინფექცია ხშირად არ შემოიფარგლება მხოლოდ საშვილოსნოს ყელით. ვირუსს ერთდროულად მთელი ქვედა გენიტალური ტრაქტის — საშვილოსნოს ყელი, საშო, ვულვა და ანალური არხის დაზიანება შეუძლია. შესაბამისად, მხოლოდ კოლპოსკოპიაზე დაფუძნებული მიდგომა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს პაციენტის სრული ონკოლოგიური რისკის შესაფასებლად.
პრეზენტაციის საწყის ნაწილში ავტორმა ყურადღება HPV-ასოცირებული კიბოების გლობალურ ტვირთზე. WHO-სა და IARC-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 662 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება , ხოლო დაახლოებით 349 ათასი ქალი ამ დაავადებით იღუპება. ამასთან, შემთხვევათა უმრავლესობა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის. პრეზენტაციაში ასევე ვულვისა და ანალური კიბოების მზარდი ტენდენცია იქნა განხილული, რომელიც განსაკუთრებით HPV 16 გენოტიპთანაა კავშირში.
რას გვეუბნებიან თანამედროვე კბლევები?
მოხსენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. „ველის ეფექტის“ (field effect) კონცეფციას შეეხო. ამ თეორიის თანახმად HPV ინფექცია ხშირად მხოლოდ ერთი ორგანოს ლოკალური პრობლემა არ არის. ინფიცირებული ეპითელური უჯრედები ერთდროულად შესაძლოა რამდენიმე ანატომიურ ლოკალიზაციაში არსებობდეს. ქალბატონმა მადონამ Vinokurova-სა და თანაავტორების კვლევის შედეგები მოიყვანა მაგალითად, რომლის მიხედვითაც მულტიფოკალური დაზიანებების მქონე პაციენტების 93%-ში HPV-ის დნმ გამოვლინდა, ხოლო თითქმის ნახევარში სხვადასხვა ლოკალიზაციაში ერთი და იგივე HPV გენოტიპი იყო აღმოჩენილი. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (CIN) არსებობა შესაძლოა არა იზოლირებული დაავადება, არამედ მთლიანი ეპითელური ველის პათოლოგიური პროცესის ინდიკატორი იყოს.
თუ მრავალი წლის განმავლობაში მედიცინაში უკვე აღიარებული იყო, რომ საშვილოსნოს ყელის პრეკანცერული დაზიანებების მკურნალობა კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია, სხვა და სხვა კვლევის მაგალითად ANCHOR-ის შედეგების თანახმად იგივე პრინციპი ანალური HSIL-ის შემთხვევაშიც დადასტურდა. შესაბამისად, პაციენტებში, რომელთაც აქვთ CIN2 ან CIN3, ანალური დაზიანებების იგნორირება უკვე მნიშვნელოვან კლინიკურ შეცდომა შეიძლება ჩაითვალოს.
პრაქტკული აპლიკაცია
ოხსენებაზე ASCCP-ის 2024–2025 წლების რეკომენდაციები , WHO-ს 2024 წლის განახლებული პოზიცია, ასევე ESGO-სა და BSCCP-ის ახალი კონსენსუსები იქნა განხილული. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციას განსხვავებული მიდგომები აქვს, ყველა მათგანი ერთ საკითხზე თანხმდება: HPV ინფექციის შეფასება სულ უფრო მეტად უნდა გასცდეს მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ფარგლებს.
ავტორი პრევენციის ინტეგრირებულ მოდელს გვთავაზობს, რომელიც ერთ ვიზიტში კოლპოსკოპიას, ვულვოსკოპიასა და მაღალი გარჩევადობის ანოსკოპიას (HRA) აერთიანებს. იდეა იმ ფაქტს ეფუძნება, რომ ამ პროცედურებს შორის ტექნიკური განსხვავება შედარებით მცირეა. გამოიყენება იგივე ოპტიკური პრინციპები, იგივე ძმარმჟავა და მსგავსი ბიოფსიური ტექნიკა. შესაბამისად, კოლპოსკოპისტისთვის HRA-ს ათვისება ბევრად უფრო რეალისტურია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მიუხედავა ამ ყველაფრისა ჯერ კიდევ უცნობია თუ რამდენად ამცირებს ინტეგრირებული სკრინინგი HPV-ასოცირებული კიბოების საერთო ტვირთს მოსახლეობის დონეზე, რამდენად ხარჯეფექტურია სამლოკალიზაციური შეფასება და რომელი არა-HIV პაციენტები უნდა მოხვდნენ რეგულარული HRA სკრინინგის პროგრამებში. სწორედ ამ მიმართულებით იქნება საჭირო მომავალი კვლევები.
მოხსნების მთავარი გზავნილი მარტივია: HPV არ ცნობს ანატომიურ საზღვრებს და არც ექიმმა უნდა შეზღუდოს საკუთარი კომპეტენცია მხოლოდ ერთი ორგანოთი. თანამედროვე მტკიცებულებები აჩვენებს, რომ საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და ანალური არხის დაავადებები ხშირად ერთი და იმავე პათოლოგიური პროცესის გამოვლინებებია.
თუ გასული საუკუნის მეორე ნახევარი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეპოქა იყო, დღეს თანამედროვე მედიცინა უკვე HPV-ასოცირებული დაავადებების ინტეგრირებული პრევენციის ეპოქაში შედის. სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზე GIMPHA 2026 ფარგლებში გაკეთებული ეს შესანიშნავი მოხსენება, მას თავისი რელევანტურობიდან გამომდინარე ძალიან დროულს საინტერესოს ხდის. მისი მთავარი კითხვა „შევაფასოთ თუ არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელი, მაშინ როცა დაავადება შესაძლოა მთელ ეპითელურ ველში არსებობდეს?“ რომელზე პასუხიც ვფიქრობ სალსახად მოვისმინეთ, უახლოეს წლებში სავარაუდოდ სულ უფრო ხშირად გაისმება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.

