ნეიროტექნოლოგიების სფერო შთამბეჭდავი მიღწევების ეპოქაში შევიდა. გასულ წელს, ტვინის მიკრო-იმპლანტებმა წარმატებით შეძლეს პარალიზებულ პაციენტებში შინაგანი მეტყველების გაშიფვრა, ხოლო თვალის იმპლანტებით მხედველობა აღუდგინეს პაციენტებს. ეს მოწყობილობები გვპირდება ნევროლოგიური დაავადებების (როგორიცაა ALS, პარკინსონი, დამბლა) მკურნალობის მნიშვნელოვან წინსვლას.
თუმცა, ამ სფეროში ჩართული ყველაზე ცნობილი ინვესტორების, მაგალითად, როგორებიცაა, ილონ მასკი და სემ ალტმანი, ფუტურისტული ხედვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ექსპერტებში.
ტექნოლოგიური მაგნატები აქტიურად საუბრობენ ე.წ. ტრანსჰუმანისტულ იდეებზე:
- ტვინის კომპიუტერში ატვირთვა: ილონ მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ის მსგავსი ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები მომავალში შესაძლოა ადამიანებს მეხსიერების “კომპიუტერში ან რობოტულ სხეულში ატვირთვის” საშუალებას მისცეს.
- სემ ალტმანი (OpenAI-ის დირექტორი) მიიჩნევს, რომ ადამიანისა და AI-ის შერწყმა გარდაუვალია, რაც ადამიანის ინტელექტის გაფართოებას გამოიწვევს. ამ ხედვისადმი ერთგულების ნიშნად, მან ჯერ კიდევ 2018 წელს $10,000 გაიღო ექსპერიმენტული პროექტისთვის (“merge” ტექნოლოგიის ერთ-ერთ სტარტაპში მონაწილეობის მისაღებად)
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ნეიროეთიკის პროფესორის, მარჩელო იენცას, თქმით, ეს ნარატივები “ძალიან ამახინჯებს მთლიან სურათს”. მაკგილის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი, მაიკლ ჰენდრიქსი, მიიჩნევს, რომ მდიდარი ადამიანების “სულელური ტრანსჰუმანისტული იდეები” საზოგადოების ყურადღებას აშორებს ნეიროტექნოლოგიების რეალურ, სამედიცინო პოტენციალს.
ექსპერტების განცხადებით, ტვინის კომპიუტერში ატვირთვა და მსგავსი ტექნოლოგიები შორეული და, სავარაუდოდ, შეუძლებელიც კია. ჰენდრიქსის თქმით, ეს იდეა იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც “ძალიან ბევრს ფიქრობენ კომპიუტერებზე” და მიაჩნიათ, რომ ტვინი არის მოწყობილობა (Hardware), ხოლო ცნობიერება კი პროგრამული უზრუნველყოფა (Software).
“ადამიანის ბიოლოგიური სისტემა არ არის კომპიუტერი,” – აღნიშნავს ჰენდრიქსი.
ერთ-ერთი მთავარი საშიშროება, რასაც ეს “სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ეს ხმაური” ქმნის, არის ის, რომ მან შესაძლოა ხელი შეუშალოს რეალურ სამედიცინო პროგრესს.
კონფიდენციალურობის საკითხებზე მომუშავე იურისტი, ქრისტენ მეთიუზი, აცხადებს, რომ “სამეცნიერო ფანტასტიკის ეს აჟიოტაჟი შესაძლოა გახდეს ახალი რეგულაციების გამომწვევი, რომელიც შეაფერხებს ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომელთაც ნამდვილად აქვთ ადამიანების დახმარების პოტენციალი”.
ექსპერტების აზრით, რესურსები უნდა მიემართოს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც რეალურ, მყისიერ დახმარებას გვპირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
წყარო: The Guardian

