ინოვაციური ტრენინგი ნეიროქირურგიისთვის: როგორ ეხმარება უისკონსინის უნივერსიტეტი მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს

გააზიარე

ნეიროქირურგთა კონგრესმა, რომელიც ამა წლის ოქტომბერში კალიფორნიაში გაიმართება,  2025 წლის Neurosurgery Publications-ის „წლის საუკეთესო ნაშრომის“ გამარჯვებულები გამოაცხადა. ჯილდო გადაეცა ყველაზე გავლენიან სტატიებს, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს დამკვიდრებული წარმოდგენები, ხელი შეუწყეს პარადიგმის ცვლილებას და წაახალისეს ქირურგები შეეცვალათ პაციენტთა მოვლის სტრატეგიებისთვის, მონაცემთა ბაზებისთვის  და კლინიკური კვლევების შედეგებისთვის. სასიხარულოა, რომ წლის საუკეთესო ნაშრომებს შორის გამარჯვებული გახდა  სტატია, სადაც ავტორებს შორის  Mustafa Baskaya და Abdullah Keleş-თან ერთად ქართველი ნეიროქირურგი ზვიად მალაზონიაც არის. 

ოცდამეერთე საუკუნეში,ნეიროქირურგია არ უნდა წარმოადგენდეს პრივილეგიას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “სწორ” ქვეყანაში დაიბადნენ. თუმცა, სამწუხაროდ , განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები პოპულაციისთვის ნეიროქირურგიული პროცედურების ხელმისაწვდომობა ლიმიტირებულია.

მსოფლიოს მასშტაბით დღესაც მილიონობით პაციენტს არ ან ვერ უტარდება საჭირო ნეიროქირურგიული ღონისძიება. ამ დიდი და გლობალური პრობლემის მიზეზი შესაძლოა მარტივად ფორმულირდეს:  სპეციალისტების, პრაქტიკული კურსების ნაკლებობა და ნეიროქირურგიული ლაბორატორიების სიძვირე. ეს პრობლემები მნიშვნელოვნად აფერხებს მომავალი და ახალგაზრდა ნეიროქირურგების კარიერულ სვლას, რაც შემდეგში უარყოფითად აისახება პოპულაციაზე. კარგად აღჭურვილი ნეიროქირურგიული ლაბორატორიებიც უმეტესად მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. რაც ასევე  ქმნის კვალიფიციური ნეიროქირურგების დეფიციტს განვითარებად ქვეყნებში.      

 ამ პრობლემის გადასაჭრელად 2020 წელს პროფესორ მუსტაფა ბაშქაიას ხელმძღვანელობით, უისკონსინის უნივერსიტეტში შეიქმნა Madison Microneurosurgery Initiative (MMI).  პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მოიძია სახრები, რითიც ჩაატარა 10 ონლაინ ტრენინგი და  7 უფასო პრაქტიკული კურსი სხვადასზვა განვითარებად ქვეყანაში.   მონაწილეები უშუალოდ ამერიკელი ნეიროქირურგებისგან  სწავლობდნენ სისხლძარღვოვან ანასტომოზებსა და ნერვის მიკროქირურგიულ აღდგენას.  113 ნეიროქირურგმა წარმატებით გაიარა ეს პროგრამა.

ამავე პროგრამით 18 ქვეყნის 28 სამედიცინო ცენტრს, მათ შორის თურქეთში, აზერბაჯანსა და საქართველოში გადაეცა  სტერეომიკროსკოპებით, განათების სისტემებით და ქირურგიული ინსტრუმენტებით დაკომპლექტებული თანამედროვე მიკროქირურგიული ტრენინგ-ლაბორატორიები. 

პროექტის გავლენა უკვე აისახა კლინიკურ პრაქტიკაში. მაგალითად:

  • ჩადში ამ პროგრამის ფარგლებში მომადებულმა  ნეიროქირურგმა, შეძლო ჰემოდიალიზისთვის საჭირო არტერიოვენური ფისტულების შექმნა, რითაც ასობით პაციენტი გადაარჩინა საზღვარგარეთ წასვლას სამედიცინო დახმარების მისაღებად.
  • საქართველოში ტრენინგის შემდეგ ნეიროქირურგებმა წარმატებით ჩაატარეს ტვინის სისხლძარღვოვანი ბაიპასის ოპერაციები.
  • თურქეთში კი განახორციელა ნერვის აღდგენა რთული შემთხვევის შემდეგ.

როგორც  Neurosurgery Publications-ში გამოქვეყნებულ სტატიაში  ჩანს  “Madison Microneurosurgery Initiative”-მა შესაძლებელი გახადა რომ  განვითარებადი ქვეყნების სპეციალისტებსაც   შეეძინათ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. არსებული პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ნეიროქირურგებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეღრმავებინათ პრატიკული და თეორიული ცოდნა ე.წ. “ბაიპას” კურსზე. რის შემდეგადაც, პირველად “კავკასიის მედიცინის ცენტრში” ჩატარდა და დაინერგა უნიკალური ნეიროქირურგიული ოპერაცია ისეთ იშვიათ დაავადებაზე, როგორიცაა “მოია მოია”.

ნეიროქირურგს არ უნდა აბრკოლებდეს გეოგრაფიული ბარიერი. რადგანაც, მის პაციენტს აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებში მიღებული იდენტური ნეიროქირურგიული დახმარება ესაჭირეობა. ამიტომაც საჭიროა,რომ ქართველ ახალგაზრდა ნეიროქირურგს ჰქონდეს საშუალება მიიღოს ისეთი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, როგორიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშია აპრობირებული.

სახელმწიფო სტრუქტურებმა,კერძო ორგანიზაციებმა და აკადემიურმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნეიროქირურგიული ტრენინგი აუცილებელია მომავალი სპეციალისტების ზრდა-განვითარებისთვის.თანამედროვე ეპოქაში არც ერთ მონდომებულ ახალგაზრდა ნეიროქირურგს არ უნდა შეექმნას  დაბრკოლება მიიღოს პაციენტის სრულფასოვნად მკურნალობისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები