ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება. განცხადება, რომელიც 2026 წლის 24 იანვარს გამოქვეყნდა, აშშ-ს გადაწყვეტილების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ვაშინგტონის მიერ ორგანიზაციის მისამართით გაჟღერებულ რამდენიმე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება როგორც WHO-ის აღმასრულებელ საბჭოში, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მომავალ სესიებზე.
ჯანმოს განცხადება ისტორიულ ჭრილში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (who) ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია და ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით. ორგანიზაცია აღნიშნავს აშშ-ის წვლილს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევებში, როგორიცა ყვავილის (smallpox) სრული ლიკვიდაციაა, და იმ გაწეული სამსახურის შესახებ იწერება რომელიც ისეთ ინფექციური დაავადებების წინაშე ბრძოლას შეეხება როგორიცაა მაგალითად: პოლიომიელიტი, აივ/შიდსი, ებოლა, გრიპი, ტუბერკულოზი, მალარია და მრავალი სხვა.
თუმცა, განცხადებაში მკაფიოდ იკითხება ის უკმაყოფილო ტონი, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებამ გამოიწვია:
„WHO სინანულს გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტლების გამო, ეს გადაწყვეტილება ნაკლებად უსაფრთხოს ხდის როგორც თავად შეერთებულ შტატებს, ისე მთელ მსოფლიოს.“
ორგანიზაციის შეფასებით, გლობალური კოორდინაციის შესუსტება, ინფექციური დაავადებების მონიტორინგს, საგანგებო რეაგირებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე ეპიდემიები საზღვრებს არ ცნობს.
პასუხი აშშ-ის კრიტიკაზე
განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ს ოფიციალური პირევის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსა და კრიტიკას ეთმობა , რომლებმაც, მათივე თქმით, საბოლოოდ ორგანიზაციიდან გასვლა განაპირობა.
WHO ციტირებს აშშ-ის ოფიციალურ განცხადებებს და აღნიშნავს:
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ განცხადებებში აღნიშნა, რომ WHO-მ იგი ‘დააკნინა, დააზიანა მისი რეპუტაცია და შეურაცხყოფა მიაყენა’, ასევე დაარღვია საკუთარი დამოუკიდებლობა. რეალობა საპირისპიროა.“
ორგანიზაცია ყველა იმ ბრალდებას რომელიც, მიკერძოებულობასა და გაზრდილ პოლიტიკურ გავლენებს შესახება კატეგორიულად უარჰოფს.
„როგორც გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელსაც 194 წევრი სახელმწიფო მართავს, WHO ყოველთვის იყო და რჩება მიუკერძოებელი და ემსახურება ყველა ქვეყანას — მათი სუვერენიტეტის პატივისცემით, შიშისა და მიკერძოების გარეშე.“
ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ოფიციალური პირები WHO-ს პანდემიის მართვისას დაშვებულ შეცდომებში ადანაშაულებდნენ, განსაკუთრებით COVID-19-თან დაკავშირებით.
ეს პირდაპირი წინააღმდეგობა ფართო საერთაშორისო დებატების ფონზე იკვეთება, მას შემდეგ რაც აშშ-ის ლიდერებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ჯანდაცვის მდივანმა რობერტ ფ. კენედი უმცროსმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) პანდემიაზე რეაგირება ხარვეზიანი იყო. დამოუკიდებელი მედიის ცნობით, აშშ-ის ზოგიერთი კრიტიკა WHO-ის მიმართ COVID-19-ის პანდემიის მართვას უკავშირდებოდა.
COVID-19-ის პანდემია, როგორც უთანხმოების მიზეზი
WHO-სა და აშშ-ს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი COVID-19-ის პანდემიის მართვაა. აშშ-ის განცხადებით, ორგანიზაციამ კრიტიკული ინფორმაციის დროული და ზუსტი გავრცელება ვერ უზრუნველყო, რის გამოც საკუთარი ხარვეზების დამალვა მოუხდა.
WHO იცავს საკუთარ პოზიციას და აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს იდეალური რეაგირება არც ერთ ორგანიზაციას ან სახელმწიფოს არ ჰქონია.
„პანდემიის განმავლობაში WHO სწრაფად მოქმედებდა, დროულად გააზიარა რა ყველა არსებული ინფორმაცია და რეკომენდაციებს ყველა წევრ სახელმწიფოზე გამჭირვალედ გასცემდა, რომლებიც ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფორმულირდებოდა.“
მომავალი თანამშრომლობა და გლობალური ჯანდაცვის მიზნები
WHO განცხადებაში ყურადღება ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეცაა გამახვილებული. განსაკუთრებით აღინიშნება პანდემიის შესახებ შეთანხმების (WHO Pandemic Agreement) მიღება აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გაძლიერებას ისახავს.
განცხადების დასასრულს WHO იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მომავალში კვლავ დაუბრუნდება აქტიურ თანამშრომლობას:
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დაუბრუნდება WHO-ში აქტიურ მონაწილეობას.“
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მთავარ მისიას:
„WHO განაგრძობს მუშაობას ყველა ქვეყანასთან ერთად თავისი კონსტიტუციური მანდატის შესაბამისად — უზრუნველყოს ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო დონე, როგორც ფუნდამენტური უფლება ყველა ადამიანისთვის.“
გლობალური რეაქცია და შესაძლო შედეგები
WHO-ის ოფიციალური განცხადების პარალელურად, საერთაშორისო რეაქციები განსხვავებულია. ზოგიერთი ქვეყანა და რეგიონი, გამომცემლობა როიტერსის ცნობით აშშ-ის ცალკეული შტატები, ალტერნატიული თანამშრომლობის გზებს ეძებენ WHO-სთან კავშირების შესანარჩუნებლად.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ფორმალური გასვლა გლობალურ ეპიდზედამხედველობასა და საერთაშორისო გავლენას დაასუსტებს, მაშინ როდესაც მხარდამჭერები გადაწყვეტილებას ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებად აფასებენ.
დასკვნის სახით, WHO-ის განცხადება მკაფიო გზავნილს შეიცავს: გლობალური ჯანდაცვა ეფექტიანია მხოლოდ თანამშრომლობის პირობებში, ხოლო კოლექტიური მოქმედება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის, ვიდრე იზოლაცია

