ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც American Heart Association’s Scientific Sessions 2025-ზე იყო წარმოდგენილი, მელატონინის ხანგრძლივად გამოყენება (უძილობის სამკურნალოდ) შესაძლოა გულის უკმარისობის გაზრდილ რისკს უკავშირდებოდეს. კვლევის ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან მელატონინი ფართოდ არის მიჩნეული, როგორც უსაფრთხო და ბუნებრივი საძილე საშუალება.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა თითქმის 131,000 უძილობის დიაგნოზის მქონე ზრდასრულის სამედიცინო მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მელატონინს 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდნენ, გულის უკმარისობის რისკი 90%-ით გაეზარდათ 5 წლის განმავლობაში, მათთან შედარებით, ვინც ამ მედიკამენტს საერთოდ არ იყენებდა. გარდა ამისა, მელატონინის მომხმარებლებს დაახლოებით 3.5-ჯერ მეტი ჰოსპიტალიზაციის რისკი ჰქონდათ გულის უკმარისობის გამო, ხოლო ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის რისკი კი ორჯერ მეტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მიუთითებს მელატონინის ხანგრძლივ გამოყენებასა და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კავშირზე, ეს შედეგები მოულოდნელია, რადგან ზოგიერთი წინა კვლევა მელატონინს გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის პოტენციურად სასარგებლოდ მიიჩნევდა.
ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ამ კავშირის შეფასება იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტთა კოჰორტას, რომელიც მელატონინს იყენებს ძილის პრობლემების გამო, შესაძლოა უკვე ჰქონდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მელატონინს სწორედ იმიტომ იღებენ, რომ არსებული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები უშლით ხელს ჩაძინებაში. სხვა სიტყვებით, უძილობა თავად შეიძლება იყოს გულის უკმარისობის ან ძილის აპნოეს ადრეული ნიშანი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მელატონინის წარმოება არ რეგულირდება სათანადოდ FDA-ს მიერ, რაც იწვევს დოზირებისა და შემადგენლობის ცვალებადობას. გარდა ამისა, შესაძლოა, უძილობა თავად იყოს გულის უკმარისობის ან ძილის აპნოეს ადრეული ნიშანი.
მეცნიერები მოითხოვენ, რომ ჩატარდეს უფრო სერიოზული კვლევები, რათა დადასტურდეს ეს შედეგები და გაირკვეს, ზუსტად როგორ მოქმედებს მელატონინი გულზე.
წყარო: Heart.org

