ჯერემი კლარკსონს პროსტატის აგრესიული კიბო დაუდგინდა

გააზიარე

ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა და Top Gear-ის ყოფილმა წამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ პროსტატის „აგრესიული“ ფორმის კიბოს ებრძვის. 66 წლის წამყვანს, რომელსაც 8 თვით ადრე კორონარული არტერიების ბლოკირების გამო გულის ოპერაციის გადატანა მოუწია, გასულ ზაფხულს სიმსივნის მოსაშორებლად პროსტატის 10%-ის რეზექცია ჩაუტარდა.

დიაგნოზისა და მკურნალობის რთული გზა მაყურებელმა Prime Video-ს პოპულარული დოკუმენტური სერიალის, Clarkson’s Farm-ის მეხუთე სეზონის ფინალურ ეპიზოდებში იხილა. გასულ წელს გადაღებულ კადრებში კლარკსონი თავის ფერმის მენეჯერს, კალებ კუპერსა და მიწის აგენტს, ჩარლი აირლენდს უზიარებს, რომ რუტინული სამედიცინო შემოწმებისა და ბიოფსიის შემდეგ, აგრესიული სიმსივნის არსებობა დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი მძიმე იყო, წამყვანი აღნიშნავს, რომ დაავადება ძალიან ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს.

„დროულად რომ არ გავმსინჯულიყავი და პრობლემა არ აღმოეჩინათ, ეს შესაძლოა ჩემი ბოლო მოსავალი ყოფილიყო. მხოლოდ იმიტომ, რომ სიმსივნე ადრეულ ეტაპზე დაიჭირეს, მაქვს იმედი, რომ ამ ფერმაში მოსავალს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ავიღებ.“

სერიალის ფინალურ სცენებში კლარკსონი კვლავ საავადმყოფოს საწოლიდან ერთვება და აღნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესში გარკვეულმა გართულებებმა იჩინა თავი. მაყურებელს მან ემოციურად მიმართა: „თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, მეექვსე სეზონში შევხვდებით. თუ არა და — ვერა. თავს გაუფრთხილდით“.

ეპიზოდების პრემიერამდე კლარკსონმა სოციალურ ქსელში ფანები წინასწარ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მათ „სევდიანი ამბები“ ელოდათ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შოუ ყოველთვის ხალისიანი და პოზიტიურია, ბოლო ორი ეპიზოდის ყურება მაყურებლისთვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე და რთული იქნება.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები