კარლ ბუშბი მსოფლიოს გარშემო ფეხით 28-წლიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნდა

გააზიარე

56 წლის ბრიტანელი ყოფილი მედესანტე კარლ ბუშბი 28-წლიანი უწყვეტი მოგზაურობის შემდეგ ინგლისის ქალაქ ჰალში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა. მან სვლა 1998 წლის ნოემბერში, 29 წლის ასაკში, ჩილედან დაიწყო და მიზნად ტრანსპორტის გარეშე შინ ჩასვლა დაისახა. ამ დროის განმავლობაში მოგზაურმა ფეხით ოთხი კონტინენტი და 50 000 კილომეტრზე მეტი გაიარა, გადაკვეთა ბერინგის სრუტე და გადაცურა ლა-მანში.
 
ჰალის ქუჩებში ბუშბის ასობით გულშემატკივარი და ქალაქის მერი დახვდა, სახლის ეზოში კი მას გერმანელი კინორეჟისორი ვერნერ ჰერცოგიც ელოდა, რომელიც მოგზაურის თავგადასავალზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. მარშრუტის ბოლო კილომეტრების დაფარვის შემდეგ, კარლ ბუშბის კართან აცრემლებული დედა შეეგება და ხუმრობით ჰკითხა: „სად იყავი?“.
წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები