სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის (NUS) მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ალკოჰოლისადმი თანდაყოლილი მგრძნობელობისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების რისკის მთავარ გენეტიკურ მარეგულირებელს მიაკვლიეს.
ჟურნალ Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნებული კვლევა პირველად იძლევა ექსპერიმენტულ მტკიცებულებას, რომელიც გენ CHRNA3-ს ალკოჰოლის მოხმარებასთან პირდაპირ აკავშირებს.
კვლევა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს გენეტიკური წინასწარგანწყობა დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.
კვლევა პრეკლინიკურ ლაბორატორიულ ცხოველთა მოდელებზე ჩაატარა. მეცნიერებმა სპეციალური პირობები გამოიყენეს, სადაც ცხოველებს შეეძლოთ ნებაყოფლობით მიეღოთ ალკოჰოლი.
- ნორმალურ პირობებში, ცხოველები თავდაპირველად იჩენდნენ მიზიდულობას ალკოჰოლისადმი, მაგრამ ალკოჰოლის რაოდენობის ზრდასთან ერთად სწრაფად გადადიოდნენ სასმელის თავიდან არიდების ქცევაზე.
- თუმცა, იმ ცხოველებში, რომლებსაც chrna3 გენის მუტაცია ჰქონდათ აღინიშნა ალკოჰოლის მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობა.
ამ მუტაციის მქონე ცხოველები თავიდან არიდების ქცევაზე გაცილებით გვიან გადადიოდნენ, მოიხმარდნენ ალკოჰოლს ბევრად უფრო დიდხანს და იტანდნენ მის მაღალ კონცენტრაციებს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაცია გავლენას ახდენს ტვინში იმ ქიმიურ სიგნალებზე, რომლებიც ტვინის აქტივობას (აგზნებასა და დამშვიდებას) აკონტროლებენ. შედეგად, ეს მუტაცია ასუსტებს ალკოჰოლის ჩვეულებრივ დამამშვიდებელ ეფექტს. რადგან ორგანიზმი ალკოჰოლის ეფექტს ნაკლებად გრძნობს, ეს ზრდის ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ალბათობას.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი გენეტიკური რისკ-ფაქტორების ცოდნა დაგვეხმარება, შევქმნათ ინდივიდუალურად მორგებული და ეფექტიანი სტრატეგიები მათთვის, ვისაც დამოკიდებულებისკენ გენეტიკური მიდრეკილება აქვს.
წყარო: jneurosci

