EU Prize for Journalism 2025 საუკეთესო სტუდენტური ნაშრომისთვის ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში, Medscriptum-ის რედაქტორმა, არსენ სებისკვერაძემ მოიპოვა.
არსენ სებისკვერაძის ნაშრომი შეეხება ხარაგაულის სოფლების, ღვერკისა და ხემაღალის, ტრაგედიას. 2025 წლის მაისში მეწყერის შედეგად გაჩენილი პირველადი ბზარებისა და ნაპრალების შემდეგ შეუქცევადი პროცესები ელვის სისწრაფით განვითარდა და უკვე ზაფხულის ბოლოსთვის ორივე სოფლის ტერიტორია საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდა.
6 თებერვალს უკვე მეთოთხმეტედ გამოვლინდა კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებულები. აღნიშნული კონკურსის მიზანი მისი დაარსებიდან დღემდე ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმისა და ეთიკის სტანდარტების მხარდაჭერაა.
კატეგორია “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში” ეძღვნება ახალ თაობას, სტუდენტებს, რომლებიც დღეს უკვე ქმნიან პასუხისმგებლიან და პროფესიულ ჟურნალისტიკას და მედიის სივრცეში ახალი ხმების გამოვლენას ემსახურება.
არსენ სებისკვერაძის ნაშრომი იხილეთ ბმულზე.

