შექმნილია მსოფლიოში პირველი მულტიფოკალური კონტაქტური ლინზა, რომელიც სპეციალურად იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ასტიგმატიზმი და პრესბიოპია ერთდროულად აწუხებს. Acuvue® Oasys Max 1-Day Multifocal ინოვაცია Johnson & Johnson-მა წარადგინა.
ეს მაღალტექნოლოგიური ლინზა არა მხოლოდ ასწორებს მხედველობას, არამედ ფილტრავს ლურჯ სხივებს ეკრანებიდან, ინარჩუნებს თვალის საცრემლე აპკის სიჯანსაღეს და ეხმარება თვალებს ფოკუსის გადართვაში შორიდან ახლო საგნებზე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მსოფლიოში ასტიგმატიზმი ახასიათებს ზრდასრულთა დაახლოებით 40%-ს და ბავშვების 15%-ს. თვალის რქოვანას არასწორი ფორმა იწვევს სინათლის არათანაბარ გავრცელებას თვალში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მკაფიო ხედვას. ასაკთან ერთად ამ მდგომარეობას ხშირად ერთვის პრესბიოპია – მხედველობის ასაკობრივი დარღვევაც.
Acuvue® Oasys Max 1-Day Multifocal ლინზები მნიშვნელოვანი ინოვაციაა თვალის მოვლის მიმართულებით. ეს ლინზები ერთჯერადია, რაც უზრუნველყოფს ჰიგიენას და ამცირებს ინფექციის რისკს. ისინი არ საჭიროებენ დამატებით შესანახ საშუალებებს, კონტეინერსა და სითხეებს, რაც იდეალურია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.
Johnson & Johnson-ის გუნდს დაახლოებით 5 წელი დასჭირდა ამ რევოლუციური ლინზების შესაქმნელად და ის ოთხი კომპანიის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას აერთიანებს:
- Pupil Optimized Design — ლინზით მხედველობის კორექცია მომხმარებლის ასაკსა და მის სამედიცინო მდგომარეობასთან შესაბამისობაშია. ამასთან, ლინზები გუგის ზომის შემდგომ ცვლილებებთან ადაპტირებადია.
- OptiBlue™ Light Filter — ამცირებს თვალის დაღლილობას ლურჯი სხივების 60%-მდე გაფილტვრით.
- TearStable™ Technology — ინარჩუნებს თვალის ტენიანობას მთელი დღის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი თვალის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის.
- Blink Stabilized Design — ამყოფებს ლინზას სტაბილურად ადგილზე ყოველ დახამხამებაზე.
Johnson & Johnson-ის ეს რევოლუციური ლინზები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-სა და კანდაში, თუმცა კომპანიის განცხადებით, მომავალში დაგეგმილია მათი სხვა ბაზრებზე, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ გატანაც.
წყარო: Johnson & Johnson

