„ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ – ქვეყნის GPP სერტიფიცირების მქონე ერთადერთი პერსონალიზირებული აფთიაქი, რომელიც უკვე წლებია წარმატებით, მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით ინდივიდუალურ მედიკამენტებს ამზადებს, მსოფლიო გიგანტის, Fagron–ის ოფიციალური წარმომადგენელი და სტრატეგიული პარტნიორი გახდა.
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ადგილობრივმა კომპანიამ არსებული მაღალი სტანდარტი სრულიად ახალ დონეზე აიყვანოს.
„Fagron-თან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი გუნდისთვის დიდი აღიარება და ახალი შესაძლებლობაა. უკვე წლებია, ჩვენი ძალისხმევა პაციენტებისთვის ინდივიდუალური მედიკამენტების მომზადებას ეთმობა, ხოლო ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ქართველ პაციენტებს კიდევ უფრო ფართო, მსოფლიო დონის რესურსებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი შევთავაზოთ,“ – აღნიშნავს „ფორტის ფარმაცეუტიკალსის“ დირექტორი, ზურაბ ბარათაშვილი.

გლობალური გამოცდილებების იმპლემენტაცია
მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი Fagron-ის მხარდაჭერით, „ფორტის ფარმაცეუტიკალსის“ გუნდისთვის ხელმისაწვდომი გახდა მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსები. კერძოდ, კომპანია იმუშავებს Fagron-ის, ნიდერლანდებში ბაზირებულ GMP ქარხანაში წარმოებული აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებით (API) და მზა ფარმაცევტული ბაზებით.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Fagron Formulary-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც 10 000-ზე მეტ სანდო მაგისტრალურ რეცეპტს და პროფესიულ SOP-ებს სთავაზობს ექიმებს და ფარმაცევტებს. გარდა ამისა, Fagron Academy-ს რესურსები ქართულ გუნდს პროფესიული ზრდის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.“
როცა საჭირო მედიკამენტი ბაზარზე არ არის — იწყება კომპაუნდინგის შესაძლებლობა
ქართულ რეალობაში პერიოდულად მედიკამენტები დეფიციტურია, მწარმოებელმა ის წარმოებიდან მოხსნა, ან უბრალოდ გავიდა ქართული ბაზრიდან. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდება ისეთი დოზა/ფორმა, რომელიც მზა სახით ბაზარზე არ არსებობს.“
Fagron-ისა და Fortis Pharmaceuticals-ის პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობას, ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოში განვითარდეს თანამედროვე კომპაუნდინგის მიმართულება.
საერთაშორისო გამოცდილება, ფარმაცევტული ნედლეული, ტექნოლოგიური ცოდნა და სტანდარტიზებული ფორმულაციები ერთიანდება ადგილობრივ ფარმაცევტულ ინფრასტრუქტურასთან, რათა კონკრეტული სამედიცინო საჭიროებისთვის შესაძლებელი გახდეს მაგისტრალური რეცეპტით მედიკამენტის მომზადება — შესაბამისი ექიმის დანიშნულებისა და მოქმედი რეგულაციების ფარგლებში.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ პაციენტის საჭიროება აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, არის თუ არა კონკრეტული მზა პროდუქტი კომერციულად ხელმისაწვდომი.
ეს არის შესაძლებლობა, საქართველოში შეიქმნას ისეთი ფარმაცევტული ეკოსისტემა, რომელიც ექიმს აძლევს თავისუფალ არჩევანს, ფარმაცევტს – მეტ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას, ხოლო პაციენტს – საჭირო მედიკამენტზე წვდომას.
Fortis Pharmaceuticals-თან პარტნიორობით, Fagron-ის საერთაშორისო გამოცდილება და ტექნოლოგიური ცოდნა ხელს შეუწყობს თანამედროვე კომპაუნდინგის განვითარებას და პერსონალიზებული ფარმაციის შესაძლებლობების გაფართოებას ქართულ ჯანდაცვაში.

