აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ინოვაციური წვეთები თვალის ახალგაზრული ფოკუსისთვის, სახელად VIZZ, რომელიც ხელს უწყობს ახლო მანძილზე მკაფიოდ ხედვას. პრეპარატი გამოყენებიდან 10 საათის მანძილზე მოქმედებს. მწარმოებელი კომპანია LENZ Therapeutics იუწყება,რომ თვალის წვეთები 2025 წლის ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი ამერიკაში.
ფარმაცევტული კომპანია LENZ Therapeutics -მა შექმნა აცეკლიდინის ბაზაზე დამზადებული თვალის წვეთები, რომელიც ცნობილია VIZZ-ის დასახელებით. ეს პრეპარატი ეფექტურია პრესბიოპიის მქონე მოზრდილებში. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად, 45 წლის შემდეგ, ადამიანებს უჭირთ ახლოს მყოფი საგნების მკაფიოდ დანახვა. ეს გამოწვეულია იმით, რომ თვალის ბროლი დროთა განმავლობაში მყარდება და ელასტიურობას კარგავს.
როგორ მუშაობს VIZZ?
VIZZ-ის მოქმედების მექანიზმი უნიკალურია: პრეპარატი მუშაობს ზუსტად ისე, როგორც კამერის ლინზის დიაფრაგმა. ის ამცირებს გუგის ზომას. ამის შედეგად იქმნება ე.წ. „ნახვრეტის ეფექტი“ (pinhole effect), რაც ამძაფრებს ფოკუსს ახლომდებარე ობიექტებზე. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თითქმის არ ამუშავებს თვალის ცილიარულ კუნთებს. ამიტომ პრეპარატი არ ახდენს გავლენას შორ მხედველობაზე და, აქამდე არსებული წამლებისგან განსხვავებით, არ იწვევს მიოპიის („მხედველობის გადიდების“) პროგრესს.
აცეკლიდინი გუგის სელექციური მიოტიკური საშუალებაა. პრეპარატი მოქმედებს მაფოკუსირებელ (ცილიარული) კუნთის მნიშნველოვანი სტიმულირების გარეშე, ქმნის ნახვრეტის ეფექტს- რაც აუმჯობესებს ახლომხედველობას. განსხვავებით სხვა თვალის წვეთებისგან, რომლებიც პილოკარპინის ჰიდროქლორიდს შეიცავენ და იწვევენ სხვადასხვა გვერდით მოვლენებს, მათშორისაა წარბების სიმძიმის შეგრძნება, აცეკლიდინი VIZZ-ის ერთადერთი აქტიური ნივთიერებაა და პაციენტებს არასასურველი გვერდითი მოველენებისგან იცავს. FDA-მ VIZZ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც პრეპარატმა წარმატებით გაიარა სამი დამოუკიდებელი კვლევა, რომელშიც 30 000- ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა.
„FDA-ს ეს დამტკიცება წარმოადგენს რევოლუციურ პარადიგმას მკურნალობის ვარიანტებში მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან და ებრძვიან ახლო მანძილზე მხედველობის გარდაუვალ ასაკობრივ კარგვას“, – თქვა VIZZ-ის კლინიკურმა მკვლევარმა მარკ ბლუმენშტეინმა, სკოტსდეილში, არიზონას შტატში, Schwartz Laser Eye Care Center-დან.
VIZZ არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი აცეკლიდინზე დაფუძნებული თვალის წვეთები, რომელიც სპეციალურად პრესბიოპიის მქონე პაციენტებისთვის არის შექმნილი. ჩნდება კითხვა, ნუთუ ეს პრესბიოპიის დასასრულია? ფარმაცევტული კომპანია LENZ Therapeutics იმედოვნებს, რომ ინოვაციური და კომფორტული ფორმულა მალე მკურნალობის ახალი სტანდარტი გახდება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში.
წყარო:

