იეილის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) ბუნების შესწავლაში. მათ დაადგინეს, რომ PTSD ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე ეგონათ და ის მხოლოდ შიშზე დაფუძნებული სიმპტომებით როგორიცა მაგალითად: ფლეშბექები (ტრამვული მოგონების ხელახალი განცდა), კოშმარები, ნევროზული აშლილობა, არ შემოიფარგლება.
ათწლეულების განმავლობაში PTSD-ის მკურნალობა და დიაგნოსტიკა ფოკუსირებული იყო „შიშის პროცესებზე“. თუმცა, ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Biological Psychiatry-ში გამოქვეყნდა, გამოავლინა მეორე, მკაფიოდ განსხვავებული მიმართება: ემოციური ტკივილი.
კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები ორ ძირითად ჯგუფად იყოფიან:
- შიში: ეს ჯგუფი ხასიათდება კლასიკური სიმპტომებით: გადაჭარბებული რეაქცია საფრთხეზე, კოშმარები და ტრავმული მოგონებებისგან თავის არიდება.
- ემოციური ტკივილი: ამ ჯგუფში შემავლნი ხასიათდებიან შინაგანი დისტრესით: ინტერესის დაკარგვა, ნეგატიური რწმენები საკუთარ თავზე, ძილის პრობლემები და ემოციური რეაქტიულობა.
კვლევაში მონაწილე ტრავმაგამოვლილი ადამიანების თითქმის 70%-მა აღნიშნა, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უფრო მეტად „ემოციური ტკივილი“ უშლით, ვიდრე უშუალოდ „შიშის“ სიმპტომები.
მეცნიერებმა გამოიყენეს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI), რათა შეესწავლათ ტვინის კავშირები. აღმოჩნდა, რომ შიშზე დაფუძნებული სიმპტომების პროგნოზირება ტვინის გარკვეული ქსელების აქტივობით შესაძლებელია, მაშინ როცა ემოციური ტკივილი სრულიად სხვა ნეირონულ მექანიზმებს ეფუძნება.
ეს აღმოჩენა გზას უხსნის ე.წ. „ზუსტ ფსიქიატრიას“ (Precision Psychiatry). მრავალი მედიკამენტი და თერაპიული მეთოდი დღეს იმიტომ არ მუშაობს, რომ ისინი მხოლოდ შიშის, როგორც სიმპტომის ინტენსივობის შემცირებაზეა ორიენტირებული.
მკვლევრების თქმით, ექიმებისთვის მთავარი კითხვა უნდა გახდეს: რა მართავს პაციენტის დისტრესს: შიში თუ ემოციური ტკივილი? ამ კითხვაზე პასუხი საშუალებას მისცემს მედიკოსებს, თითოეული ადამიანისთვის ბევრად უფრო ეფექტური და პერსონალიზებული მკურნალობა შეიმუშაონ.
წყარო: Biological Psychiatry

