მიმდინარე წლის 22-25 თებერვალს, აშშ-ის ქალაქ დენვერში, რეტროვირუსების და ოპორტუნისტული ინფექციების შესახებ კონფერენცია (CROI 2026) გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება აივ ინფექცია/შიდსის მიმართულებით წლის მთავარ მოვლენად მიიჩნევა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ქართველი მკვლევრები, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ის Walter Reed-ის არმიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილ მასშტაბურ პროექტში: „აივ ინფექციის საფრთხის შეფასება საქართველოს რესპუბლიკაში“.
საქართველოდან კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ცენტრის წამყვანი სპეციალისტები:
-
აკაკი აბუთიძე (მთავარი მკვლევარი);
-
ოთარ ჩოკოშვილი (მკვლევარი);
-
ნათია დვალი და მარიკა ქარჩავა (ვირუსოლოგები/მკვლევრები);
-
რევაზ მეჭურჭლიშვილი (კვლევის კოორდინატორი).
კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები პრაქტიკული მნიშვნელობისაა აივ ინფექცია/შიდსით პაციენტთა მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად. პროექტის შედეგები აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონული კონტექსტისთვის, რამაც საერთაშორისო სამეცნიერო წრეების დაინტერესება გამოიწვია.
მსგავსი ფორმატის საერთაშორისო პარტნიორობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და დაავადების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
წყარო: FB

