სახელმწიფო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი მძიმე გართულების სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს

გააზიარე

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, რის შედეგადაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ (GVHD) რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტ „ჯაკავს“ სრულად დააფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში ადეკვატურ მედიკამენტურ მკურნალობას პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, თუმცა გადანერგვის შემდეგ პაციენტთა გარკვეულ ნაწილს აღენიშნება სპეციფიკური იმუნური რეაქცია, რომლის დროსაც დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს უცხოდ აღიქვამენ და მის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. სწორედ ამ მძიმე მდგომარეობის სამკურნალოდ არის მოწოდებული აღნიშნული ძვირადღირებული პრეპარატი.

სამედიცინო სფეროსა და პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი „ჯაკავი“ უკვე ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის მიღებას, ზრდასრულ პაციენტებთან ერთად, 18 წლამდე ასაკის ბავშვებიც შეძლებენ.

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები