back to top

სტენფორდის ახალმა მეთოდმა შესაძლოა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის გზები შეცვალოს

გააზიარე

სტენფორდის მეცნიერებმა შექმნეს ღეროვანი უჯრედების ბაზაზე დაფუძნებული ტვინის უნიკალური მოდელები, რომლებსაც ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დაავადებების კვლევისა და მკურნალობის გზების შეცვლა შეუძლიათ. 

ამ მეთოდმა უკვე გაუხსნა გზა მომავალ კლინიკურ კვლევას, რომელიც თიმოთის სინდრომს (აუტიზმის იშვიათ გენეტიკურ ფორმას)  შეისწავლის. ეს პირველი კვლევაა ფსიქიატრიის მიმართულებით, რომელიც სრულად ადამიანის ტვინის გარეთ არსებულ და ხელოვნურად შექმნილ მოდელებს დაეფუძნება.

ტექნოლოგიის საფუძველია აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც კანის უჯრედების გარდაქმნა შესაძლებელია ნეირონებად (თავის ტვინის უჯრედებად) ღეროვანი უჯრედების მეშვეობით.

სტენფორდის მეცნიერებმა ეს მეთოდი დახვეწეს და შექმნეს:

  • „ნერვული ორგანოიდები“ – ტვინის რეგიონების მსგავსი ხელოვნური, სამგანზომილებიანი უჯრედული კულტურები.
  • „ასემბლოიდები“ – რამდენიმე ასეთი რეგიონის კომბინაცია, რომელთაც ფუნქციური ნერვული ქსელები გააჩნია.

ეს მოდელები იმეორებს ადამიანის ტვინის უჯრედების თითქმის ორ მესამედს, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ, როგორ ყალიბდება, ფუნქციონირებს და ზიანდება ტვინის ქსელები.

ასემბლოიდების გამოყენებით მკვლევარებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. მათ მოდელირება გაუკეთეს აუტიზმის დროს ნეირონების მიგრაციასა და შეიმუშავეს მიდგომა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) კვლევისთვის.

მათ შეისწავლეს, როგორ აღიქვამს და გრძნობს ტვინი ტკივილს, ასევე დაიწყეს პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული ტვინში მიმდინარე პროცესების შესწავლა. 

თიმოთის სინდრომის კვლევა შესაძლოა ფსიქიატრიისთვის „როზეტის ქვად“ იქცეს. ამ იშვიათი დაავადების შესწავლა შესაძლებლობას იძლევა შიზოფრენიის მსგავსი მდგომარეობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოავლინოს. 

ამ ნაშრომზე მუშაობას დასჭირდა 15 წელი იმისთვის, რომ კლინიკური გამოყენებისთვის გამოსადეგი გამხდარიყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერული შრომის მნიშვნელობას.

სტენფორდის ტვინის კვლევის ცენტრმა ეს ტექნოლოგია 350-ზე მეტ ლაბორატორიას გაუზიარა, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობას ჩამოყალიბებას სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად ნეირომეცნიერება, ბიოინჟინერია, მასალათმცოდნეობა და ეთიკა. 

ამ დისციპლინების გაერთიანებით, მეცნიერები ცდილობენ, რომ ადამიანის ტვინის საიდუმლოებები მისი დაზიანების გარეშე შეისწავლონ. ეს მიდგომა კი ახალ შესაძლებლობებს ქმნის რთული ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში.

წყარო: Stanford

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები