სტუდენტის თვალით დანახული ექთნობის ერთი დღე

გააზიარე

ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა თუ ვინ წარმოადგენს საექთნო კონტიგენტის სხვა და სხვა სეგმენტს. ამ სტატიის ფარგლებში ყურადღებას, დარგში მომუშავე ადამიანთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაწილზე ახალგაზრდა სტუდენტებზე შევაჩერებთ და მიახლოებით შევეცდები წარმოგიდგინოთ ის ერთი 24 საათიანი მორიგეობის დღე, რომელიც უკვე ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული მრავალი ექთნისათვის. 

უნივერსიტეტში სწავლისას საკმაოდ ხშირად და აქტიურად ჟღერდება მოსაზრება, რომ სამედიცინო დარგის წამომადგენელი საექთნო საქმეს უნდა ფლობდეს. ეს საკმაოდ მართებული მოსაზრებაა რომელსაც თითქმის ყველა ექიმი იზიარებს. როგორც დღევანდელი სტუდენტებისათვის, ასევე მათთვისაც პრაქტიკულ სამედიცინო სფეროსთან ურთიერთობა უმეტესად  სწორედ კლინიკებში პრაქტიკანტად მორიგეობებითა და ექთნობით დაიწყო.  ქვეყანაში გამწვავებული ექთნების დეფიციტის ფონზე სტუდენტებისვის განსაკუთრებით მარტივია ექთნად მუშაობის დაწყება, რამოდენიმე კვირიანი პრაქტიკისა და მორიგეობების შემდეგ მათაც აუცილებლად სთავაზობენ მუშაობის დაწყებას ვინაიდან თუ კლინიკაში დადიხარ და ღამეებსაც ათენებ “უმჯობესი არაა ამაში ხელფასი აიღო?”   

სტუდენტისთვის რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ექთანდ მუშაობს ყოველდღიური ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება მარტივი ნამდვილად არაა. და არც მორიგეობის დღეა რეალურად 24 საათანი. 

როგორც წესი სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. მაგრამ კლინიკამდე მისასვლელად ქალაქის გადატვირთული რითმის დასაძლევად ერთი საათი ყოველთვისაა საანგარიშო. ამასაც მოხერხება უნდა ამიტომ დილის 6 საათიდან მაღვიძარა დაყენებული ალბათ შვიდისკენ თუ ახერხებ რომ თავი აწიო ცხოვრებისეული არჩევანი გადააფასო და ხშირად ნაძალადევად გრძელი დღისა და ღამისთვის მოემზადო, მოწერიგდე, ჩაიცვა, ისაუზმო  (თუ ამას ასწრებ) და კლინიკისკენ გაეშურო.   მხოლოდ ამ რიტუალების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ რომ სამუშაო დღე უკვე დაიწყო. 

  კლინიკაში მისვლისა და პოსტზე გამოცხადებისთანავე პირველი რასაც აკეთებ ეს წინა ცვლის გადაბარებაა, დეპარტამენტში მყოფი ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა და სამუშაო გეგმის გაცნობა.  გიწევს მათი მუდმივი მონიტორინგი, და სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარება რაც დამიჯერეთ ფიზიკურად შრომატევადი საქმეა, განასაკუთრებით მაშინ როდესაც დეპარტამენტში მხოლოდ ორი ექთანი ხართ, ხოლო პაციენტების რაოდენობა ხანდახან თხუთმეტს აჭარბებს. 

  დღე ძალიან ნელა მიდის, და თანაც მუდმივად გიწევს საქმის კეთება, პაციენტების სასიცოცხლო მონაცემებია პროგრამაში შესატანი, ყველას  დანიშნულებისამებრ შესაბამისი პრეპარატი უნდა მისცე და ექიმის მოთხოვნისამებრ ესა თუ ის პაციენტი სხვა და სხვა კვლევაზე გაიყვანო ან შენ ან შენმა მეწყვლემ, შესაბამისად მთლიანი დეპარტამენტი ერთი ადამიანის მისახედი რჩება.  

  კარგად უნდა ფლობდე პრეპარატებთან ურთიერთობის ხელოვნებას, მათ განზავებებს გვერდით მოვლენებს, პრეპარატის მიცემის სწორ ნიუანსებს, თუ არა და ეს საქმეს ძლიერ ართულებს და დიდი რაოდენობით დროს გაკარგვინებს, რაც მოზღვავებული საქმის ოდენობას უფრო მეტად ზრდის. 

  და მაშინ როდესაც გგონია რომ ცოტათი მოსვენების დრო მოგეცა სიმშვიდეს აუცილებლად დაგირღვევს, რომელიმე ზემდგომი რომელსაც უსაქმოდ მჯდომ ექთანზე ალერგია აქვს და რაიმე საქმეს აუცლებლად გიპოვის, იქნება ეს საწყობიდან პრეპარატების ზიდვა თუ საწოლების და ფანჯრის რაფების წმენდა, რაც სანიტრების საქმეა, მაგრამ არც ისინი არიან კლინიკაში ბევრნი და არც ისინი ზიან უსაქმოდ. მალევე სასწრაფო დახმარების მანქანის ხმის ფონზე დეპარტამენტში ახალი პაციენტი შემოყავთ, რომლის მიღება, მოწესრიგება, მონიტორებზე აყვანა, მისთვის სისხლის ანალიზის აღება, ამ ანალიზის ლაბორატორიაში გარბენინება და პასუხის უკან გამორბენინებაც შენი საქმეა. ეს კარგ შემთხვევაში, მაგრამ თუ პაციენტი არასტაბილურია მაშინ ყველაფერი იცვლება. 

  არასტაბილური პაციენტის მიღების დროს დეპარტამენტში ექთანი მთავარი აქტორია, ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებებს სამჯერ უფრო სწრაფად უნდა ასრულებდე, უცბათ უნდა შეგეძლოს შესაბამისი პრეპარატის მომზადება, გაკეთება, საჭირო პროცედურისთვის სტერიული მაგდის გამზადება და ექიმისთვის მიხმარება, ამ დროს ფეხზე იქამდე დგახარ და იქამდე დაარბენინებ სხვადასხვა მედიკამენტსა თუ აღჭურვილობას სანამ პაციენტი არ დასტაბილურდება, სტაბილური პაციენტის მონიტორინგი კი მხოლოდ და მხოლოდ შენი საქმეა. შენ უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა თუ როგორ შეიცვალა პაციენტის მდგომარეობა და ამის შესახებ ექიმისთვის სწორი ფორმით თქმა, ვინაიდან ხშირად ექიმებისთვის ნათქვამი თითოეული სუბიექტურად გამოთქმული საეჭვო სიტყვა ნაძალადევად ისმინება ხოლმე. 

    დღეს უნივერსიტეტში ლექციები გქონდა მაგრამ გააცდინე, მართალია პროფესორ მასწავლებლებს არ უყვართ როდესაც სტუდენტი მორიგეობს, ერთ დღეს სემინარს უცდენენ, მეორე დღეს კი ნამორიგევები მოდიან და გადაღლილებს არაფრის მოსმენის თავი აღარ აქვთ, მაგრამ არაუშავს სამსახურია ასეთი, აი ჯიბის ფული ხო გინდა? სამი თვეა რომ არ დაგრიცხვია.  მორიგეობისას მეწყვილეს ხშირად ელაპარაკები, სამომავლო გეგმებზე, სწავლაზე, სამსახურის საქმეებზე და აი იმ 3 თვის წინანდელ ხელფასსზე დღე- დღეზე რომ უნდა ჩაირიცხოს. ის თვე განსაკუთრებით რთული იყო სტანდარტული რვის ნაცვლად 12 მორიგეობა გამოგივიდა, რადგან ვიღაცას ცვლიდი, ვიღაც ავად გახდა, ან ვიღაც შვებულებაში იყო გასული ხოდა მემგონი ცოტა მეტიც უნდა გამოგსვლოდა. ამ ფიქრშიც გახსენდება რომ მთელი დღის უჭმელი ხარ და საკვების დაგეგმვის იდეას მეწყვილეს უზიარებ, რომელთან ერთადაც ან რაიმე მაღაზიის მზა საკვების, ანაკომის სუპის, საცხობის ლობიანის ან უბრალოდ მძიმე მარხვის და წყალობის იდეებს განიხილავთ და ბოლოს რაღაც ვარიანტზე შეჯერებულები ან თავად მიდიხარ ან რომელიმე თანამშრომელს აბარებთ საყიდლებს. მაგრამ ბედის უკუღმართობით ჭამას ხანდახან გვიან საღამომდე მაინც ვერ ახერხებთ, რადგან ეს ჩვეულებრივი ამბავია, ან პაციენტი შემოდის ახალი და ან ვინმე მძიმდება დეპარტამენტში.

 მთლიანი დღის განმავლობაში გიწევს ერთი და იმავე მძიმე რუტინის კეთება, უკმაყოფილო პაციენტებისგან ხშირად შეურაცხყოფის ატანა, ათას შენიშვნაზე დაძაბვა და უნივერსიტეტის იმ ქვიზზე ფიქრი ხვალ რომ გაქვს და მეცადინეობა რომ ვერ მოასწარი. თან იმაზეც ბრაზდები ეს სამი თვის წინანდელი ხელფასი რომ არ გერიცხება. ბოლო ბოლო ჯგუფელის დაბადების დღისთვის  საჩუქარს ყიდულბთ ჯგუდი და ფული არ დაგიდია და გეუხერხულება. სხვა ფინანსურ ვალდებულებებზე ხო საუბარი ზედმეტია. ასე მოდის ღამის 12 საათი და მეწყვილეს დასაძინებლად უშვებ რომ ოთხ საათში შენ შეენაცვლო ძილში, არადა როგორი დაღლილი ხარ და ასე ღვიძილში ატარებ ღამის საათებს სანამ ერთიანად რამოდენიმე პაციენტი არ შემოყავთ, რომელთაგან ზოგი ხშირად მთელი დღის მუცლის მწვავე ტკივილის ფონზე ღამის ორ საათზე ხვდება რომ ტკივილი თავისით არ გაუვლით და ამჯერად მარტოს გიწევს ათასი დავალებისა და ვალდებულების მოგერიება, რადგან არ გინდა მეწყვილეს ის 4 საათიც წაართვა. 

    ცოტათი დალაგებული სიტუაციის შემდეგ შენი ძილის დროც მოდის მაგრამ რამდენადაც გეძინება იმდენად გიჭირს ჩაძინება. იმ ოქროს საათებშიც ცოტათი თუ ჩათვლიმე მადლიერი უნდა იყო, განსაკთრებით მაშინ როდესაც ახალ ჩაძინებულს ვიღაც არ გაღვიძებს მორჩი ძილს მოგვეხმარეო. არადა ნახევარი საათი ძილი კიდევ გეკუთვნოდა ასე ეჭიდები დილის შემოვლას და პაციენტების ბოლო ნაკადს, რომლებიც რატომღაც მორიგეობის გასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე შემოდიან დეპარტამენტში და შენი მისახედია. 

ასე დაღლილსა და ნაბრძოლს გიწევს დილით ერთი ავტობუსისა და მეტროს ორი ხაზის გამოცვლა რომ დღის ნახევარი ისევ უნივერსიტეტში მძიმე უპეებთან ბრძოლაში გაატარო გზაში კი ირონიული მესიჯი გეწვა ბანკიდან “ჩარიცხვა 420.69 ლარი”  

პ.ს იმ თორმეტ მორიგეობაში ჩარიცხული თანხა მაშინ ამაზე კიდევ უფრო აბსურდულად მცირე იყო ამიტომ ისევ ეს სიმბოლური რიცხვი შევარჩიე. 

ეს ჩემი მეორე კურსის ისტორიაა, თქვენი რომელია?

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები